ხელისუფლება შიდა ქართლში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
/ 14 Mar.'05 / 11:24
"სივილ ჯორჯია"

კონტრაბანდული გზები შიდა ქართლში მას შემდეგ,
რაც ხელისუფლებამ გასული წლის ივნისში
ერგნეთის ბაზრობა დახურა კვლავ აღდგა.
13 მარტს შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის ერთი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს და კიდევ რამდენიმე თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს,  რაც ისინი რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით კონტრაბანდის მფარველობაში დაადანაშაულეს.  

ქარელის რაიონის პოლიციის უფროსის ბესო გიორგაშვილის დაპატიმრების შემდეგ 13 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა რეგიონის ყველა რაიონის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მან დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას “დეტალურად გამოიძიონ მათი [პოლიციის მაღალჩინოსანთა] საქმიანობა“ შიდა ქართლში.  

“როგორც ჩანს, შეიქმნა კლანი, პოლიციური – "გორული მაფია", განაცხადა  სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მისი მოადგილეები ასევე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან.  ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სუხიტაშვილმა განაცხადა, “არასდროს მქონია რაიმე კავშირი კონტრაბანდასთან. ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მან დაავალა სამართალდამცავ სტრუქტურებს გამოიძიონ პოლიციელთა მიერ კონტრაბანდის შესაძლო მფარველობის საქმეები. 
 
"მე შეგკრიბეთ, რათა იმ გამოძიებაზე გვესაუბრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი დავალებით მიმდინარეობს. შიდა ქართლში კონტრაბანდასთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა შექმნილი... ბოლო კვირის განმავლობაში რაიონის პოლიციის უფროსები და სხვა ხელმძღვანელები პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ კონტრაბანდული არხების კვლავ აღგენაში“, განაცხადა პრეზიდენტმა სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები და ცალკეული მედია საშუალებები ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ კონტრაბანდული გზები შიდა ქართლში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გასული წლის ივნისში ერგნეთის ბაზრობა დახურა, კვლავ აღდგა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამხრეთ ოსეთში გასული წლის აგვისტოში მომხდარი სისხლიანი შეტაკებების ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ კონტრაბანდის აღმოფხვრა და ამ ფაქტით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და კონტრაბანდული დაჯგუფებების პროტესტი იყო.

გასული წლის ზაფხულში, როდესაც გორის ადგილობრივმა გაზეთმა "სახალხო გაზეთმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შიდა ქართლის ადმინისტრაციას და ადგილობრივი პოლიციის უფროსებს სამხრეთ ოსეთის გავლით უკანონო ვაჭრობასა და კონტრაბანდაში სდებდა ბრალს, გაზეთის რედაქტორი áƒœáƒáƒ áƒ™áƒáƒ¢áƒ˜áƒ™áƒ”ბით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების მწვავე პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

სუხიტაშვილთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტები და მედია შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელსაც სდებდნენ ბრალს რეგიონში კონტრაბანდის მფარველობაში.

თუმცა, სააკაშვილმა 13 მარტს განაცხადა, რომ მიხეილ ქარელის პატიოსნებაში მას ეჭვი არ ეპარება და დაავალა მას ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში.

სააკაშვილმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნას სპეციალური ერთეულები, რომლებიც "გააკონტროლებენ“ კონტრაბანდისტების მიერ გამოყენებულ ყველა შესაძლო მარშრუტს.  

Civil.Ge © 2001-2024