სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'05 / 17:15

ტელეკომპანია "რუსთავი 2“-სთვის გერმანიიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა გიორგობიანმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უშიშროების სამსახურის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მის დევნაში დაადანაშაულა.

საქართველოს ტელევიზიებით გავრცელებულ მიმართავში გიორგობიანი, რომელმაც საქართველო კვირის დასაწყისში დატოვა, აცხადებს რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ შეთითხნეს, áƒ áƒáƒª მან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ხე-ტყის უკანონო ვაჭრობიდან შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

"გუშინ ვანო მერაბიშვილმა [შინაგან საქმეთა მინისტრმა] დამირეკა და მითხრა, რომ მან არ იცოდა ამის შესახებ. თუმცა, ის ტყუის, მან კარგად იცოდა, თუ რას აკეთებდნენ ჩემს წინააღმდეგ მისი თანამშრომლები“, განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

17 მარტს ჟურნალისტებთან გაკეთებულ მოკლე კომენტარში ვანო მერაბიშვილმა გიორგობიანის ბრალდებას "ტყუილი“ უწოდა.  

Civil.Ge © 2001-2024