ანქვაბზე მორიგი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Apr.'05 / 12:41

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო–პრემიერ მინისტრზე ალექსანდრე ანქვაბბზე 1 აპრილს კვლავ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. ოთხი მანაქანისაგან შემდგარ სამთავრობო კოლონას, სადაც იმყოფებოდა ალექსანდრე ანქვაბი და ვიცე–პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, სოხუმის გასასვლელთან ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება "აფსნიპრესი“ 2 აპრილს.

ანქვაბი და ლაკერბაია უვნებლები გადარჩნენ, თუმცა დაიჭრა ერთ–ერთი მანქანის მძღოლი.

ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრზე. 28 თებერვალს ასევე სოხუმის გასასვლელში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 17 ტყვია ესროლეს ანქვაბის მანქანას. ინციდენტი, რომლის უკანაც დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, "კრიმინალური ელემენტები“ იდგნენ,  უმსხვერპლოდ დასრულდა.

"მაშინდელი და ახლანდელი თავდასხმაც ერთი და იმავე მიზანს ემსახურებოდა, ეს ადგილობრივი მაფიის მხრიდან დევნის გაგრძელებაა“, იუწყება "აფსნიპრესი" ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას განცხადებით, პრემიერ–მინისტრზე ორივე თავდასხმა áƒ”რთი და იგივე ძალებმა განახორციელეს. ამჟამად, მიმდინარეობს áƒ¡áƒáƒ›áƒ«áƒ”ბრო ღონისძიებები.

გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 14 თებერვალს დანიშნა.

მანამდე ანქვაბს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. იგი სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე და პოლიტიკური პარტია “აიტარას” ლიდერია.

Civil.Ge © 2001-2024