სააკაშვილი "ბალტია-შავის ზღვის ღერძზე“ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Apr.'05 / 10:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტანას ვალიონისთან 9 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ "ბალტია-შავის ზღვის ღერძი რეალობა გახდა“.

"ჩვენ ბალტია-შავის ზღვის ღერძის შესახებ [ჩემი] ლიტვაში ვიზიტის დროს [გასულ ოქტომბერს] ვისაუბრეთ [ლიტვის] პრეზიდენტთან [ვალდას] ადამკუსთან. áƒ£áƒ™áƒ áƒáƒ˜áƒœáƒáƒ¨áƒ˜ განვითარებული მოვლენების [ნარინჯისფერი რევოლუციის] შემდეგ კი[უკრაინის] პრეზიდენტმა [ვიქტორ] იუშჩენკომ და მე განვაცხადეთ, რომ საქართველოს, უკრაინას, ბალტიისპირეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, ახალი ტიპის თანამშრომლობა ყალიბდება“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას.  

Civil.Ge © 2001-2024