პატარკაციშვილი ბიზნესსა და მთავრობას შორის გაჩენილ ბზარზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Apr.'05 / 13:55
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ "ბიზნესსა და მთავრობას შორის ბზარი გაჩნდა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააუქმა საგადასახადო არბიტრაჟი, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც მნიშვნელოვანი და ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო მთავრობასთან საგადასახადო დავების მოსაგვარებლად.

ბადრი პატარკაციშვილი სიტყვით გამოვიდა ქართველ ბიზნესმენთა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 25 აპრილს თბილისში შედგა.

პატარკაციშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმების თაობაზე "ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უნდა მოგვარდეს“ და "[ბიზნესმენთა პრეტენზიები] აბსურდული არ არის, როგორც ამას ხელისუფლება მიიჩნევს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო საგადასახადო არბიტრაჟებისა, 21 აპრილს ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში áƒ’ამოთქმულ პროტესტს აბსურდული უწოდა.

პატარკაციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესმენები ღიად ისაუბრებენ თავიანთ პრობლემებზე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს მიაწოდონ ინფორმაცია áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ალდამცავების მიერ ბიზნესის დაშინებისა და რეკეტის ფაქტების თაობაზე, თუ ამგვარი რამ ხდება.

Civil.Ge © 2001-2024