სააკაშვილი თანამდებობას ტოვებს და დეპუტატობას აპირებს
/ 20 Sep.'01 / 10:13

19 სექტემბერს, საღამოს, მიხეილ სააკშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგა. მისი განცხადებით მთავრობის შიგნიდან რეფორმირება და კორუფციასთან ბრძოლა უკვე შეუძლებელია. "მხოლოდ ქართველი ერის ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ჩააყენოს ხელისუფლება ხალხის სამსახურში", განაცხადა ექს-მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში აპირებს იყაროს კენჭი. დეპუტატის კანდიდატობის რეგისტრაციის ვადა 22 სექტემბერს იწურება. ვაკეში არჩევნები 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სააკაშვილის კონკურენტები "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია, პოლიტიკური მოძრაობა "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.

Civil.Ge © 2001-2024