საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო მუშაობას შეუდგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'05 / 16:28

14 ივნისს გაიმართა საზოგადოებრივი ტელევიზიის ახლადშექმნილი სამეურვეო საბჭოს პირველი შეკრება, სადაც 9–კაციანი საბჭოს თავმჯდომარედ ლევან თარხნიშვილი აირჩიეს.

პრეზიდეტმა სააკაშვილმა 6 ივნისს მოაწერა ხელი განკარგულებებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული შემდეგი წევრების დანიშვნის თაობაზე: áƒšáƒ”ვან თარხნიშვილი, ფრიდონ თოდუა, ალექსანდრე რონდელი, გიორგი ნოდია, გიორგი ხუბუა, თამარ კინწურაშვილი, რუსუდან სებისკვერაძე, მამუკა ხერხეულიძე, ნინო ანანიაშვილი.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს.

Civil.Ge © 2001-2024