Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ გმობს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ‘არალეგიტიმურ რეფერენდუმს’
Civil Georgia, Tbilisi / 15 თებ.'17 / 11:52

აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას. 

„ასეთი პროვოკაციული ქმედებები ამცირებს ნდობას [მხარეებს შორის] და ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე „საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება“.

„ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩომ მხარი დაუჭირა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მიმართ, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენს „ერთადერთ ფორუმს“, სადაც განიხილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა. საელჩომ „დაჟინებით მოუწოდა“ ყველა მხარეს „თავი აარიდონ ქმედებებს,  დაგეგმილი რეფერენდუმის ჩათვლით, რომლებიც  ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებს“.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს რეგიონის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.

შემოთავაზებულ რეფერენდუმს თბილისის ფართო კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს ოფიციალურ განცხადებებში მას „უკანონო“ და „მიუღებელი“  უწოდეს და რუსეთის ფედერაცია რეგიონის ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებაში დაადანაშაულეს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7