Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
Civil Georgia, Tbilisi / 24 აპრ.'18 / 17:29

სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას თბილისში თავშეკავებული დებატები მოყვა, რა დროსაც პოლიტიკოსები და ექსპერტები განსხვავებულ გზავნილებს ახმოვანებდნენ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე მის შესაძლო შედეგებზე რეგიონული პოლიტიკისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობებისთვის.

ქართული ოცნების დეპუტატები და ოფიციალური პირები დუმილს ამჯობინებდნენ მას შემდეგ, რაც სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გარდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა, რომელმაც თავის კოლეგას 17 აპრილს Twitter-ის მეშვეობით გამარჯვება მიულოცა.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც მმართველი პარტიის პირველი და ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც დუმილი დაარღვია, განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს მარტო იმიტომ არ აინტერესებს, რომ კეთილეზობლური ურთიერთობა აქვს მეგობრულ ქვეყანასთან, ეს პრაგმატული ინტერესია სტაბილურობის. იმედია, რომ საერთო ენას გამოძებნიან დაპირისპირებული მხარეები და იმედია, რომ თვითონ რესურსი პარლამენტში, პოლიტიკურ გუნდებში რაც არსებობს, გამოყენებული იქნება ამ მიზნით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ თბილისმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთთან. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის 17 აპრილს განცხადებაც გააკრიტიკა და მას „ნაჩქარევი“ უწოდა.

კაპანაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და ეროვნული უშიშროების საბჭო მზად უნდა იყვნენ რეაგირებისთვის „იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ვითარება დაიძაბა, განსაკუთრებით ყარაბაღში“.

სომხეთის მოვლენებზე საუბრისას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „ის, რაც მოხდა სომხეთში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მასშტაბის მოვლენა“.

„ეს არის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება პირველ რიგში; მე ბევრ სომეხთან მაქვს ურთიერთობა და მათ ყელში აქვთ ამოსული ის, რომ რუსეთი მოაჯდა იქ ყველაფერს და უნდა ვთქვა, რომ ეს არის ასევე გამოვლინება იმის, რომ ხალხის ნება ყოველთვის არის უმთავრესი, რომ ხალხი ყველანაირ ოლიგარქიას დაამარცხებს, ყველანაირ ტყუილს დაამარცხებს და ხალხი ყოველთვის გამოვა ყველაფრისგან გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველოსთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა... საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ხმას, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის თავისუფლებას და ვერანაირი ფული, ვერანაირი ხრიკები... ვერანაირი რუსეთის მხარდაჭერა, ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის სუვერენულ ნებას, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რომ განთავისუფლდეს საზიზღარი წნეხისგან, ოლიგარქების მხრიდან, ბანკების მხრიდან, მძარცველების მხრიდან“, - დასძინა მან.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც სარგსიანის გადადგომიდან მალევე განცხადება გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ „ყურადღებით აკვირდება“ სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს.

„საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას“, - აცხადებს პარტია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15