Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის სარჩელის განმხილველი ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 9 ნოე.'15 / 16:30

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიიდან ორი მოსამართლის აცილება მოითხოვა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის სარჩელებს განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარე, აცხადებს, რომ პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და  ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი „რუსთავი 2“-ის სარჩელთან მიმართებაში „მოქმედებენ მიკერძოებულად და არაობიექტურად და მოსალოდნელია მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც“.

პარლამენტი ამ მოსამართლეთა მიმართ აცილებას მათი მიუკერძოებლობის თაობაზე იმ ეჭვების საფუძველზეც ითხოვს, რაც მათ დიდი ხნის  ახლობლობას უკავშირდება „რუსთავი 2-ის უფლებამოსილება შეჩერებულ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან. კერძოდ პარლამენტი მიუთითებს, რომ მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე, ანა ჟვანია გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

პარლამენტი 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმისადმი ამ მოსამართლეთა „მიკერძოებული დამოკიდებულება უკვე ნათლად გამოვლინდა“ მაშინ, როცა მათ შემჭიდროებულ ვადებში და ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოებაში მიიღეს სარჩელი და სამოქალაქო დავებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერეს, რასაც „რუსთავი 2“ თავის სარჩელში ითხოვდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებების იგნორირებით მიმართა მის მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში დაგმობილ „საიდუმლო მართლმსაჯულებას“ და სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მან გაითვალისწინა მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოსაზრებები და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხე მხარეს [პარლამენტს], დაესაბუთებინა საპირისპირო“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტი მიუთითებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა 19 კონსტიტუციურ სარჩელზე დადგა, საიდანაც მხოლოდ სამი დაკმაყოფილდა - ორი ზეპირი მოსმენით და ერთი - „რუსთავი 2“-ის მოთხოვნა - ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ უკანასკნელზე, პარლამენტი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გავლენა, რაც სადავო ნორმის შეჩერებას მესამე პირების უფლებების დარღვევის კუთხით შეეძლო მოეხდინა.

ამასთან, პარლამენტი განმარტავს, რომ ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენებით „ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში მოსამართლე ვარძელაშვილთან და კოპალეიშვილთან ერთად, რომელთა აცილებასაც პარლამენტი ითხოვს, ასევე შედიან მოსამართლეები ქეთევან ერემაძე და მერაბ ტურავა; ეს უკანასკნელი ქართული ოცნების წარდგინებით არჩეული მოსამართლეა.

გარდა იმ სარჩელისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა, „რუსთავი 2“-ს მის საკუთრებასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე სარჩელი აქვს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში.

ერთ-ერთ ბოლო სარჩელში "რუსთავი 2"-ის ადვოკატები მოითხოვენ იმ ნორმის შეჩერებას, რომლის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა.

კიდევ ერთ წარდგენილ სარჩელში „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს იმ ნორმის მოქმედება, რომელიც გარიგების ბათილობას ეხება და რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ  „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29