Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალმა სეპარატისტული რეგიონის გადარქმევაზე რეფერენდუმი დანიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 7 თებ.'17 / 12:42

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს რეგიონის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა - ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.

„დიდი ხნის მანძილზე საზოგადოება დაჟინებით ითხოვს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული სახელწოდების  - ალანიას დაბრუნებას. ეს სახელწოდება ალანიის ნაციონალური ერთობის ეპოქიდან, აყვავების, ჩვენი ხალხის სიძლიერის ეპოქიდან მოდის“, - განაცხადა თიბილოვმა 6 თებერვალს.

„ქვეყანას უნდა ერქვას მათი სახელები, ვინც ის შექმნა. ალანიის სახელმწიფოებრიობის აღორძინების შემდეგ, მისი ძველი სახელიც უნდა აღორძინდეს. თავისი გმირობით, თავისი გმირული ბრძოლით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამხრეთ ოსეთის ხალხმა დაიმსახურა, დაამტკიცა თავისი უფლება ამ შეუფასებელ მემკვიდრეობაზე - მათი წინაპრების ძველ სახელზე, რომელსაც ის ძმური ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ხალხთან იზიარებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - განაცხადა თიბილოვმა.

დე ფაქტო ლიდერმა დასძინა, რომ რეგიონის ამჟამინდელი სახელი მსოფლიოშია ცნობილი და მასზე დღეს უარის თქმა „ჩვენი სამშობლოს გმირული ისტორიის მნიშვნელოვანი თავების  დავიწყების ტოლფასი იქნება“. 

ამიტომ, თიბილოვი გამოდის ინიციატივით, რომ რესპუბლიკას ორი იდენტური და თანაბარი სახელი დაერქვას. „შევინარჩუნებთ არსებულ სახელს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და დავარქმევთ მეორეს - ალანიას სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

პირველად რეგიონის სახელწოდების გადარქმევის ინიციატივით თიბილოვი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. მოგვიანებით, მან იგივე საკითხზე 29 დეკემბრის პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთი – ალანიად“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმი 2017 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართებოდა.

„ჩემი აზრით, უნდა გადავარქვათ ჩვენ სახელმწიფოს სამხრეთ ოსეთი – ალანია, ისევე როგორც არის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია და ამის შემდეგ, შევუერთდეთ ჩრდილოეთ  ოსეთს რუსეთის ფედერაციაში, როგორც სახელმწიფო ალანია. თუმცა, ამ საკითხზე რესპუბლიკაში განსხვავებული მოსაზრებები რჩება და ჩვენ მათ გავითვალისწინებთ“, – განაცხადა თიბილოვმა მაშინ.

სეპარატისტული რეგიონის ლიდერი რუსეთში გაერთიანების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას 2016 წლის ივლისში გეგმავდა. თუმცა მაისში თიბილოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არჩევნებს არ ცნობენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა - რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომელთაც აღიარეს მათი დამოუკიდებლობა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9