Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გელაშვილი თავდასხმას პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'05 / 10:56

მდიდარი ბიზნესმენი და დეპუტატი ვალერი
გელაშვილი ოპოზიციურ "რესპუბლიკურ პარტიაში"
ივნისში გაერთიანდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ხანმოკლე ინტერვიუში დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც 14 ივლისს შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს, ამ თავდასხმაში ხელისუფლება დაადანაშაულა და ინციდენტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას დაუკავშირა. ამ ობიექტს გელაშვილის სამშენებლო კომპანია "ევრა“ აშენებს.

დეპუტატმა გელაშვილმა, რომელსაც თავის არეში მრავალი დაზიანებები აქვს მიყენებული, ინტერვიუ საავადმყოფოს პალატაში მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა იგი, რომ თავდასხმის მიზეზი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებული დაპირპისპირება იყო, მან განაცხადა, „დიახ. სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს?“   

2002 წელს, ვალერი გელაშვილმა, რომელიც სამშენებლო კომპანია "ევრას“ ხელმძღვანელობს, ავლაბარში 2,300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. ეს ტერიტორია საგზაო პოლიციის ძველი შენობის გვერდით მდებარეობს.

კომპანია "ევრას“ ვებ-გვერდის მიხედვით, 2004 წელს გელაშვილს ხელისუფლებამ სთხოვა გადაეცა ეს შენობა სახელმწიფოსთვის, მას შემდეგ რაც მთავრობამ გადაწყვიტა გვერდზე განთავსებული საგზაო პოლიციის შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად გადაეკეთებინა. გელაშვილი დათანხმდა, თუმცა მოითხოვა პრეზიდენტის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაობის განხორციელების უფლება. ხელისუფლება დათანხმდა, რის შედეგადაც კომპანია "ევრა“ სამშენებლო სამუშაოებს შეუდგა.

გასულ თვეს გელაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უარს აცხადებს კომპანია "ევრასთვის“ ფულის გადახდაზე. გაჩნდა იმის ვარაუდებიც, რომ სწორედ ამ დაპირპისპირების გამო გელაშვილმა, ხაშურის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა,   გადაწყვიტა "რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გამხდარიყო.

შედეგად, ვებ-გვერდზე www.broker.ge ცოტა ხნის წინ გაჩნდა კომპანია "ევრას“ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ყიდის ავლაბარში განთავსებულ სახლს, რომლის საერთო ფართიც 1,345 კვადრატულ მეტრს შეადგენს. "სახლს ბრონირებული ფანჯრები აქვს. საწყისი ფასი - 5 000 000 აშშ დოლარი“, ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც კომპანია "ევრას“ ვებ-გვერდზეა განთავსებული, კომპანია აცხადებს, რომ იგი მზად არის პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის უფლება გადასცეს ინვესტორს, თუ ეს უკანასკნელი აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის გაიღო.

გელაშვილზე თავდასხმა 14 ივლისს დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა. მის კუთვნილ "მერსედესის“ ჯიპს ორმა მანქანამ გზა გადაუღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გელაშვილი და მისი ორი თანხმლები პირი - დაცვა და კომპანია "ევრას“ თანამშრომელი - მანქანიდან გადმოიყვანეს და დეპუტატი სასტიკად სცემეს.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იმავე დღეს პრეს-კონფერენცია მოიწვიეს, რათა გაექარწყლებინათ ოპოზიციური პარტიების ბრალდებები  ინციდენტში ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

"ჩვენთვის ძალიან პრინციპულია ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა“, განაცხადა გიგა ბოკერიამ პრეს-კონფერენციაზე.

სამართალდამცავ სტრუქტურებს ინციდენტის თაობაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.  
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27