Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პუტინს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აგვ.'05 / 17:54

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტის მეორე დღეს, 27 აგვისტოს ყაზანში გამართულ დოღზე, რომელსაც დსთ–ს ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ვლადიმერ პუტინი მიესალმა საქართველოსათან თანამშრომლობას დსთ–სა და ორმხრივ ფორმატში, იუწყება "რია ნოვოსტი“.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც“, განაცხადა პუტინმა.

მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადაუხადა რუს კოლეგას მადლობა იმ "პოლიტიკური ვაჟკაცობისათვის“, რაც პუტინმა საქართველოდან ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხისადმი გამოიჩინა. სააკაშვილის განცხადებით, ბაზების გაყვანის პირველი ეტაპის შემდეგ რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გაჩნდა.

ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური პრობლემები "არ შექმნილა არც თქვენი და არც ჩემი მმართველობის დროს... თქვენ და მე შეგვიძლია მათი გადაწყვეტა“, განაცხადა სააკაშვილმა პუტინთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში.

"თუ ჩვენგან საჭირო გახდა ოპერატიული დახმარება, ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

"რია ნოვოსტის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს დახმარება შესთავაზა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10