Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი ფინანსურ გამოძიებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 აგვ.'05 / 10:20

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მან სთხოვა ფინანსურ პოლიციას გამოძიება დაიწყოს, რათა მიაკვლიოს იმ ფინანსურ დარღვევებს, რომლის გამოც ტელევიზიას "უზარმაზარი ვალი“ დაუგროვდა.

"ტელევიზიის ახლანდელი ხელმძღვანელობა ვერ აიღებს საკუთარ თავზე ამ დარღვევებს, ამიტომ ჩვენ სამართალდამცავებს საქმის გამოძიება ვთხოვეთ“, განაცხადა თამარ კინწურაშვილმა 30 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე სთხოვა სამართალდამცავებს სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელიც ახლახანს საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაკეთდა, არსებული ფინანსური დარღვევების გამოძიება დაეწყო, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ ტელევიზიის ფინანსური მონიტორინგი განახორციელა. ორგანიზაციამ ტელევიზიის ყოფილი შეფის ზაზა შენგელიას წინააღმდეგ საქმის აღძრაც მოითხოვა თანხების მითვისების ბრალდებით.

20 აგვისტოს "სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის ფინანსებისა და ქონების საკითხებთან დაკავშირებით "აბსოლუტური გაუგებრობაა“.    

"ჩვენ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ ქონების ინვენტარიზაცია. ამჟამად, შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ რა სახის ქონებას ფლობს ტელევიზია. დოკუმენტების თანახმად, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა ტელევიზიის აღჭურვილობის განახლებაზე. თუმცა, რეალობა ისეთია, რომ ტელევიზიას სასწრაფოდ ესაჭიროება ტექნიკური განახლება და არავინ იცის სად წავიდა ამდენი ფული“, განაცხადა კინწურაშვილმა.       

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37