თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე მელაანის ქუჩას სახელი გადაერქვა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელი ეწოდა.
14 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივას თბილისის რომელიმე ქუჩისთვის აშშ-ს პრეზიდენტის სახელის დარქმევის თაობაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.