Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილება დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'05 / 17:42

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად 143 ხმით დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების ფუნქციონირების და მათ შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილება.

დადგენილება ავალებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "რესპუბლიკური“ და "კონსერვატორული“ ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლებმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს უკეთესია, ვიდრე დადგენილების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა“.

"გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენ აბსოლიტურად ერთსულოვანი ვიქნებოდით ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთსულოვნება მაინც დადასტურდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დადგენილების პროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის "კონსერვატორების“ ლიდერის კობა დავითაშვილი მიერ შემუშავებულ ალტერნალიულ პროექტს, რომელიც კონფლიქტის ზონებში მყოფი რუსი სამშვიდობოების დაუყონებლოვ გაყვანას ითვალისწინებდა.  

პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობას 1 მაისამდე დაევალა აფხაზეთთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის შემუშავება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33