Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხაინდრავა: მოსკოვს და ცხინვალს დესტრუქციული პოზიცია უკავიათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ნოე.'05 / 19:01

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც 15–16 ნოემბერს ლიუბლიანაში ეუთოს ეგიდით მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას ესწრება, 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე დღემ "კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ [შსკ–ის] არსებულ ფორმატში მუშაობა შეუძლებელია“.

"ოსური და რუსული მხარეების დესტრუქციული პოზიცია პრაქტიკულად არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაიმე რეალური შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ ტელეკომპანია "იმედთან“ სატელეფონო საუბარში.   

ხაინდრავამ განაცხადა, რომ მიუხედავად "ინციდენტისა“, რომელსაც მოლაპარაკებებზე ჰქონდა ადგილი, შსკ-ს სხდომა მაინც გრძელდება.   

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, მან სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ არ მისცა მას საშუალება თბილისის უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინა რუსული მხარის წინადადებაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ასევე სამხრეთ ოსეთის ლიდერის მონაწილეობით შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. 

შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსეთის მხარის წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი ლუბლიანაში 16 ნოემბერს გამართულ შსკ-ს სხდომაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების ედუარდ კოკოითის და თეიმურაზ მამსუროვის ნოემბერში სოჭში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18