Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამშვიდობოებზე დადგენილება დიპლომატიას მეტ შანსს აძლევს
/ 17 თებ.'06 / 11:15
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მიუხედავად მკაცრი დადგენილებისა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვალს მიიღო, მოვლენები ამ თვითგამოცხადებული რეგიონის გარშემო უფრო მოლაპარაკებების მიმართულებით ვითარდება, ვიდრე სიტუაციის გაუარესებისკენ, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

ერთის მხრივ, დადგენილება მეტ სივრცეს აძლევს საქართველოს მთავრობას, რათა გაააქტიუროს დიპლომატიური მცდელობები არსებული სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, თუმცა დაწესებული ვადების არ არსებობის პირობებში; მეორეს მხრივ, დადგენილება ასევე იძლევა საშუალებას არსებული სამშვიდობო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნისთვის.

ადგილობრივი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის რუსული მხარის მონაწილეობით(თბილისი არ არის საერთაშორისო მანდატით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციაში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგი), არის გრძელვადიანი პროექტი და ძალიან რთული ამოცანა განსახორციელებლად. ზოგიერთი ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ თბილისი დასავლელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული გაფრთხილებების ფონზე თავს შეიკავებს სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნისგან ცოტა ხანი მაინც.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილით მოკიდებოდა  სამშვიდობოების საკითხს, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა ასევე გააფრთხილა საქართველოს მთავრობა 16 თებერვალს "ზომიერი პასუხი“ გასცეს საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებას.

ამჟამად, მიმდინარეობს ვენაში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადება. საქართველოს, რუსეთის, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები 20-21 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში შეიკრიბებიან შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, 15 თებერვალს მოკლედ გააჟღერა ის პოზიცია, რომლის წამოწევასაც თბილისი ვენის მოლაპარაკებებზე შეეცდება. ეს შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივით იმართება.

15 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას ხაინდრავამ განაცხადა, რომ საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს ის შეთანხმებები, რომლებიც გასულ წლებში შსკ-ს ფარგლებში იქნა მიღწეული და რომლებიც თბილისის ინტერესებს შეესაბამება.

"1996 წლის მოსკოვის მემორანდუმში ნათქვამია, რომ სამშვიდობოებმა უნდა დაიწყონ თავიანთი მოვალეობების გადაცემა ადგილობრივ ქართველ და ოს სამართალდამცავებზე. ეს არის ოთხმხრივი შეთანხმება და ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენს ინტერესებში შედის. მინდა ვთქვა, რომ ეს არის შესაძლებლობა შევცვალოთ სამხედრო კომპონენტი პოლიციური კომპონენტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს“, - განაცხადა ხაინდრავამ, თან იქვე დასძინა, რომ იგი გეგმავს ეს საკითხი ვენის შეხვედრაზე დააყენოს.

სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა 16 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა, რათა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესზე და ვენის შეხვედრაზე მოლაპარაკებები გამართოს.

15 თებერვლის დადგენილებით, მთავრობას ასევე დაევალა გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, რაც მიზნად ისახავს ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ 2005 წლის დეკემბერში ლუბლიანას მინისტერიალზე ერთხმად მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის სრულ განხორციელებას.

თუმცა, თბილისსა და მოსკოვს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიურ დონეზე მკაცრი განცხადებების გაცვლა კვლავ მოსალოდნელია.

15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილება და ამავე დროს განაცხადა, რომ ე.წ. ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმა საერთოდ არ არსებობს. ამის სანაცვლოდ, მოსკოვმა შესთავაზა ქართულ მხარეს გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის წინადადებები და შეიმუშავოს ახალი, ერთობლივი ქართულ-ოსური სამოქმედო გეგმა, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

სავარაუდოდ, ვენის 20-21 თებერვლის მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებული მოვლენების შემდგომი განვითარების ინდიკატორი გახდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11