Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა კრიტიკას უპასუხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'06 / 16:07

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მან  ტელევიზიაში მიმდინარე საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ელენე თევდორაძემ და მანანა ჯებაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკრიტიკეს და კინწურაშვილის საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს. 

“მე მესმის თქვენი ინტერესი ამ თემატიკასთან დაკავშირებით, თუმცა არ მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც არცერთ ორგანიზაციაში არ ხდება საჯარო განხილვის საგანი“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თამარ კინწურაშვილმა.

“რაც შეეხება ამ ორ პარლამენტარ ქალბატონს მათი ვალდებულებაა არა მარტო მიიღონ კანონები, არამედ გაეცნონ ამ კანონებსაც“, – დასძინა გენერალურმა დირექტორმა. 

მისი თქმით, პარლამენტს შეუძლია სამეურვეო საბჭოს ანგარიში მოისმინოს. "თუმცა მე სამეურვეო საბჭოს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული და მათ ყოველ სამ თვეში ვაბარებს ანგარიშს. მათ იციან ჩემი ხედვა, რომლის მიხედვითაც ვაპირებს მუშაობის გაგრძელებას", – განაცხადა კინწურაშვილმა.

თამარ კინწურაშვილის წინააღმდეგ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლობა თანამშრომელთა ნაწილმა დატოვა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28