Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კინწურაშვილს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'06 / 18:58

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი რელიგიურ საფუძველზე თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და 7 იანვარს საშობაო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში გაშვების აკრძალვაში დაადანაშაულა. თამარ კინწურაშვილმა ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო.  

"ჩვენი მთავარი პრეტენზია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უკრძალავს თანამშრომლებს ხატების ქონას სამუშაო ოთახებში და მართლმადიდებელ მორწმუნეებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ათავისუფლებს“, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა 14 მარტს.

"გარდა ამისა, ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმან გამოიწვია, როდესაც შევიტყვეთ, რომ თამარ კინწურაშვილმა აკრძალა საშობაო ლიტურგიის გაშვება პირდაპირი ეთერით“, - დასძინა მან.

თამარ კინწურაშვილი ამ ბრალდებებს იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელევიზიის დათხოვილი თანამშრომლები "განზრახ ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას“.

"სამწუხაროა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამ თემით სპეკულაციას ეწევიან. მე ვაპირებ გავარკვიო ეს საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან“, - განუცხადა თამარ კინწურაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს.

მისი თქმით, საშობაო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო, რასაც არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან.      

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4