Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ბარიერს უქმნის
/ 24 მარ.'06 / 11:28
სივილ ჯორჯია

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს თბილისმა და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იტყობინებოდა "რია ნოვოსტი“ 23 მარტს.

როგორც მსო-ს წევრი სახელმწიფო, საქართველო არ აძლევს თანხმობას რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, სანამ მოსკოვი თბილისის რამდენიმე მოთხოვნას არ შეასრულებს. ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთი პირდაპირ კავშირშია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ კონფლიქტებთან, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებებს ორ მეზობელს შორის.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ თბილისის პოზიცია 2005 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგში მსო-ს მინისტერიალზეც გააჟღერა. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის და ყაზახეთის გაწევრიანებას ორგანიზაციაში, თუმცა მოლაპარაკებები რუსეთის წევრობასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს მთავარი მოთხოვნაა როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის აღდგენა. 

თბილისის განცხადებით, საქონლის უკანონო მიმოსვლა ამ პუნქტების გავლით არღვევს რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას საბაჟო სისტემის შესახებ და ეწინააღმდეგება მსო-ს ძირითად პრინციპებს.

ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება ნიშნავს ქართველი მებაჟეების განლაგებას თვითგამოცხადებულ რეგიონებში; რუსეთი აცხადებს, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური მოთხოვნა, რასაც არაფერი აქვს საერთო მოლაპარაკებებთან მსო-ში გაწევრიანების თაობაზე.

თბილისის დანარჩენი სამი მოთხოვნა არის:

• გატარდეს ღონისძიებები ფალსიფიცირებული ქართული პროდუქციის, ძირითადად ღვინის და მინერალური წყლების, წინააღმდეგ რუსულ ბაზარზე;
• უარი ეთქვას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვას;
• საქართველო ასევე მოითხოვს რუსეთისგან ნება დართოს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნტქის გავლით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის იმპორტზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრომ 23 მარტს შეშფოთება გამოთქვა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ. ფიტოსანიტარულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქციის ექსპორტი გასული წლის დეკემბრიდან შეჩერებულია.

"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ვაჭრობის ფარული შეზღუდვის პოლიტიკას ატარებს...ასეთი არასამართლიანი ქმედებები საქართველოს მიმართ აუცილებლად აისახება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მუშა ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაქსიმ მედვედკოვმა  საქართველოს დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ "რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც რუსეთი დათანხმდა, არის რუსულ ბაზარზე ქართულ ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან ბრძოლა.

"ჩვენ ვერ დავაახლოვეთ ჩვენი პოზიციები... ომ ოთხი საკითხიდან, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, მხოლოდ ერთი - და ჩვენ შევთანხმდით ამ საკითზე - არის პირდაპირ კავშირში ჩვენს [რუსეთის] ვალდებულებებთან მსო-ს წინაშე“, - განაცხადა მაქსიმ მედვედკოვმა.

"სამწუხაროდ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის... ის არგუმენტები, რომლებიც რუსულმა დელეგაციამ დააყენა, ჩვენთვის დამაჯერებელი არ არის. ამიტომაც, პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ.

საქართველოს პოზიციას რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყოველთვის განსაზღვრავდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა.

2002 წლის დეკემბერში, თბილისსა და მოსკოვს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობას რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებას ავალებდა.

თუმცა, 2004 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ეს აკრძალვა გააუქმა და წინა დადგენილება შეაჩერა, რადგანაც საქართველოს სურდა იმის დემონსტრირება, რომ მზად არის რუსეთთან დაძაბულობა განმუხტოს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ ისიც კი განაცხადა, რომ ქართველი ბიზნესმენები რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებდნენ.

შედეგად, საქართველოს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა თბილისში 2004 წლის 28 მაისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო მწვანე შუქს აძლევდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების შედეგად, საქართველომ დაიწყო რუსეთის დადანაშაულება 2004 წლის 28 მაისის შეთანხმების დარღვევაში და მორიგი მოთხოვნები დააყენა, რომლებიც  თბილისი მიერ თვითგამოცხადებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენას ისახავს მიზნად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10