Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'06 / 13:00

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა შეშფოთება გამოხატა თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი "ძალადობრივი ინციდენტის“ გამო და საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა, იტყობინებოდა ეუთოს პრეს-სამსახური 31 მარტს.

"ჩვენ სინანულს გამოვთქვამთ შვიდი პატიმრის გარდაცვალების და ბევრი სხვა პატიმრის და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის დაჭრის გამო“, - განაცხადა მან.

"ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა და გაურკვევლობაც სახეზეა“, - დასძინა კარელ დე გუხტმა.

"მჯერა, რომ სწორი იქნება დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიების წარმოება მოვლენათა გარკვევის მიზნით, მათ შორის იმ განცხადებებისა, რომლებიც კეთდებოდა მთავრობის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დიდი რაოდენობის მსხვერპლით დასრულდა“, - განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეში მოწყობილი ბუნტი, რაც ციხიდან მასობრივ გაქცევას და ქვეყნის "მასიურ დესტაბილიზაციას“ ისახავდა მიზნად.

თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს ეს ვერსია და განაცხადეს, რომ ბუნტი იყო პატიმრების სპონტანური ქმედება ციხის თანამშრომლების და კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას მიერ 27 მარტს ღამით პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28