Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს მოულოდნელ დავალებას აძლევს
/ 12 აპრ.'06 / 17:46
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრისთვის ირაკლი ოქრუაშვილისთვის მიცემული ახალი დავალება ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიებასთან დაკავშირებით საქართველოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

პრეზიდენტის მიერ პეკინში 12 აპრილს გაკეთებულმა განცხადებამ ოპოზიციის ირონიული რეაქცია გამოიწვია, თუმცა ის ვარაუდებიც გააჩინა, რომ სააკაშვილი თავისი ახლო მოკავშირის, ოქრუაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთვის საფუძველს ამზადებს.

სააკაშვილმა საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა, რომ მან დაავალა თავდაცვის მინისტრს ქართული ღვინის ექსპორტს უცხოეთის ახალ ბაზრებზე კურირება გაუწიოს, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური 12 აპრილს.

"მე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დავავალე ღვინოსთან დაკავშირებულ საკითხებს შიდა ბაზარზე და დსთ-ს სივრცეში კურირება გაუწიოს; ეს იქნება მისი ძირითადი ამოცანა, სანამ რუსეთის ემბარგო მოიხსნება. მე ასევე დავავალე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ქართული ღვინის ახალ უცხოურ ბაზრებზე გატანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

27 მარტიდან, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა,  საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის მთავარ საკითხს რუსეთთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს.

თავად სააკაშვილმა არ დააკონკრეტა რა ახალი ფუნქციები დაეკისრება თავდაცვის მინისტრს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ბიზნესის მართვაში ოქრუაშვილის გამოცდილება დგას.

1996-დან 2000 წლამდე ირაკლი ოქრუაშვილი კერძო იურიდიულ ფირმებს ხელმძღვანელობდა, სანაც სააკაშვილის მოადგილე გახდებოდა, როდესაც ეს უკანასკნელი შევარდნაძის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრად მსახურობდა.           

ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილის ახალი დანიშვნა ირონიულად გააკრიტიკა.

"შესაძლოა სოფლის მეურნეობის მინისტრს [მიხეილ სვიმონიშვილს] ქვემეხების გარემონტება დაევალოს“, - განაცხადა დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა ახალი მემარჯვენეებიდან.

"თავდაცვის სამინისტროს თავისი კონკრეტული და მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს... არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ოქრუაშვილმა; შესაძლოა წავა [საზღვარგარეთ] და დააძალებს ავტომატების ლულების ქვეშ, რომ ღვინო დალიონ“, - განაცხადა დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადების კვლადაკვალ გავრცელდა ხმები, რომ ის პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელი ჩანაცვლებას ოქრუაშვილით გეგმავს.

"ოქრუაშვილი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ, თუ ამ ახალ ამოცანას შეასრულებს“, - განაცხადა დეპუტატმა იაშვილმა.

"ეს ამბავი დიდი ხანია დადის ქვეყანაში და ხშირად უთქვამთ ჩემთვის კომპეტენტურ პიროვნებებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ემზადება პრემიერ-მინისტრად, მას უნდა რომ დაიკავოს ეს პოსტი, რომელიც ახლა ნოღაიდელს უკავია“, - განაცხადა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა მრეწველებიდან.

თუმცა, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარყვეს ეს ხმები და მას არასერიოზული ვარაუდები უწოდეს.

"იმედია, გესმით ამ კითხვის უაზრობა“, - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვაზე ოქრუაშვილის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე.

მისი თქმით, ოქრუაშვილის ახალი ფუნქცია იმას არ ნიშნავს, რომ "ის PR აგენტი გახდება“.

"ირაკლი ოქრუაშვილს, არა როგორც თავდაცვის მინისტრს, არამედ როგორც მთავრობის წევრს აქვს მიღებული პრეზიდენტისგან დავალება ხელი შეუწყოს ახალი ბაზრების მოძიებას ქართული ღვინისთვის. დარწმუნებული ვარ ირაკლი ოქრუაშვილი ამ დავალებას კარგად შეასრულებს. ჩვენ ამაზე მსჯელობა გვქონდა პრეზიდენტის ჩინეთში გამგზავრებამდე და მეც ამ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე მივესალმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მმართველი პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ვარაუდები უსაფუძვლოა.

"ძალიან არასერიოზულად ვაფასებ იმ კომენტარებს, რომლებიც ჩემთვის გახდა ცნობილი. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი და არანაირი საფუძველი ან ნიშანწყალი მისი შეცვლისა არ არსებობს... ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მე ვერ ვხვდები, რატომ დაიწყო სპეკულაცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციას შეუერთდება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იგი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ოქრუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 13 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრებიან, სადაც საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შეფასების ანგარიში განიხილება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9