Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიციის სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მაი.'06 / 15:39

დღეს თბილისის ცენტრში შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდა პიროვნება გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

შსს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ხორციელდებოდა ყაჩაღური ჯგუფის წევრების დასაკავებლად, რომლებიც ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. მისი ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ჯგუფის ორი წევრი - ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი, ხოლო მესამე ბონდო (ბუბა) ბუთურიძე დაიჭრა.

"ჯგუფს ხელმძღვანელობდა რუსთავის მეორე კოლონიიდან სამი თვის წინ გათავისუფლებული ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც რუსთავის კოლონიაში იყო "მაყურებელი“. იგი არის კანონიერი ქურდის დავით ქურასბედიანის მეგობარი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.

მისი თქმით, ეჭვმიტანილთა ავტომანქანიდან ამოღებული იყო ოთხი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციას ასევე ხელთ აქვს ყაჩაღური ჯგუფის სატელეფონო საუბრები, რომლის საფუძველზეც ჩატარდა სპეცოპერაცია.

სპეცოპერაციის გამო აღშფოთება გამოთქვეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ. მათი განცხადებით, თბილისის სანაპირო ქუჩაზე სროლა 4–5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 

თუმცა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდლემა 2 მაისს განაცხადა, რომ სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს იქ, "სადაც აღმოჩნდებიან დამნაშავეები“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12