Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ომბუდსმენი უშიშროების საბჭოს მდივნის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მაი.'06 / 17:34

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც 2005 წლის და 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარადგინა, უშიშროების საბჭოს მდივნის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ციხეებში არსებული რთული სიტუაციის შექმნაში.

ეს განცხადება სუბარმა თბილისის მე–5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარ ბუნტზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც პატიმართა მსხვერპლი მოჰყვა.

"ამბოხებაში, მე პირადად მგონია, რომ [სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა] კოპაძეც და კემულარია არიან დამნაშავეები... კემულარიას ალბათ კიდევ ბრალი უნდა წაეყენოს იმ სერიოზული ეჭვების გამო, რაც არსებობს ციხესთან დაკავშირებით, რომ თანხები იქნა არასწორად დახარჯული და კორუფციას ჰქონდა ადგილი. შეიძლება კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და მოვითხოვოთ მათი დასჯა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კემულარია და კოპაძე იუსტიციის სამინისტროდან გასული წლის 22 დეკემბერს გადააყენა პრეზიდენტმა.

27 მარტს ციხეში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უკვე ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ბუნტის დაწყების კატალიზატორად მიიჩნევენ.

"მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ღამეს [27 მარტს] რომ არ შესულიყო ბაჩო ახალაია ციხეში, მაშინ შეიძლებოდა ეს ბუნტი არ მომხდარიყო ან არ მომხდარიყო იმ დღეს და იმ ფორმით“, – განუცხადა 19 მაისს სოზარ სუბარმა დეპუტატებს და აღნიშნა, რომ ბუნტი ახალაიას მხრიდან, რომელიც სპეცრაზმთან ერთად შევიდა ციხეში, პატიმრების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოჰყვა.

ომბუდსმენმა ასევე გააკრიტიკა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. კერძოდ, მან მოითხოვა 2 მაისს თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას განხორციელებული სპეცოპერაციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა. ეს სპეცოპერაცია ორი ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა.

"თვითონ ამ ოპერაციის დაგეგმვა ქალაქის ცენტრში არის უკვე კანონის დარღვევა იმიტომ, რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხალხმრავალ ადგილებში არ შეიძლება მსგავსი ოპერაციები დაიგეგმოს, რაც იყო ჩასაფრება და არა დევნა... სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები [პოლიციელები], რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“, – განაცხადა სუბარმა.

ომბუდსმენი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობას.

“როგორც ჩანს გამოძიება იმ ოთხ ადამიანზე არის ფოკუსირებული, რომლებიც არიან დაკავებულები [გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით] და მე პირადად, ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ ამ ოთხი ადამიანით ამოიწურებოდეს საქმე... თუ ბოლომდე არ იქნება გამოძიებული და ყველა ადამიანი არ იქნება დასჯილი, ვისაც რაიმე მონაწილეობა დაუდასტურდება ამ საქმეში, ცხადია, რომ მუდმივად დარჩება მსგავსი ფაქტების გამეორების საფრთხე“, – განაცხადა სუბარმა.

სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეფასა. ობიექტური უწოდეს ამ ანგარიშს ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12