Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამოქალაქო აქტივისტებმა გირგვლიანის საქმეზე საპროტესტო აქცია გამართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'06 / 23:40

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი 
ნაწილობრივ გადაკეტეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის აქტივისტების მცირე ჯგუფმა 23 მაისს შიმშილობის აქცია დაიწყო და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა.

საპროტესტო აქციის მონაწილენი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, დანაშაულის უკან დგანან. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ეხებოდა: "ვანო, წადი!“

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაიას და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, რომლებიც მკვლელობის საქმესთან სავარაუდო კავშირში არიან, თავიანთი უფლებამოსილება მარტში შეუჩერდათ გამოძიების დასრულებამდე, ხოლო კიდევ ერთი თანამშრომელი გურამ დონაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2006 წლის იანვარში მოკლული სანდრო გირგვლიანის ნათესავები, ასევე ადამიანის უფლებათა ჯგუფები, აცხადებენ, რომ სწორედ ამ პირების დაკვეთით იქნა მოკლული სანდრო გირგვლიანი.

თუმცა, პროკურატურის განცხადებით, დანაშაული მსხვერპლსა და შსს-ს ოთხ თანამშრომელს შორის "სპონტანური კამათის“ შემდეგ იქნა ჩადენილი. ეს ოთხივე თანამშრომელი მარტში დააპატიმრეს.

თანასწორობის ინსტიტუტი გირგვლიანის ოჯახის ადვოკატების თანდასწრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც სავარაუდო კავშირში არიან მკვლელობის საქმესთან.

"ჩვენ აქ დავრჩებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - განაცხადა თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც ასევე შიმშილობს.

ბოლო თვეების განმავლობაში თანასწორობის ინსტიტუტმა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია გამართა თბილისში.

23 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე ასევე გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21