Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი სააკაშვილს სანკტ-პეტერბურგში უმასპინძლებს
/ 3 ივნ.'06 / 20:00
სივილ ჯორჯია

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი მაღალი დონის შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში 13 ივნისს გამართავენ. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ივნისს განაცხადა, რომ მას "პრინციპული საუბარი“ ექნება პუტინთან, თან იქვე დასძინა, რომ იგი "კვლავ გაუწვდის მეგობრობის ხელს“ რუსეთს, რათა ორ მეზობელს შორის ურთიერთობაში არსებული "მწვავე საკითხები“ მოგვარდეს.    

შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დროს იქნა მიღებული, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, 3 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

პუტინსა და სააკაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში ივლისში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის წინ გაიმართება. 

“ჩვენი კონსტრუქციული დიალოგის ფართომასშტაბიანი განახლება, ეს არის ორმხრივ ინტერესებში...მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და გელა ბეჟუაშვილი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავდნენ. 

"დაგროვდა ძალიან მწავავე პრობლემები ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებში. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან კონკრეტული და პირდაპირ გაცხადებული: ჩვენ მზად ვართ რუსეთთან გვქონდეს ძალიან ახლო, ძალიან მჭიდრო, ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ეს ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის "აბსოლუტურ ხელშეუხებლობას“, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების მშვიდობიან მოგვარებას, ასევე, მისი თქმით, ყოველგვარი ზედმეტი  ბაირიერების, დაბრკოლებების, ხელოვნური სირთულეების მოხსნას ორმხრივ ურთიერთობებში - იგი, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის მიერ საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.

"ჩვენი ხელისუფლების დასაწყისში ჩვენ ვთქვით, რომ ვუწვდით რუსეთს მეგობრობის ხელს და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი ჩვენს მეზობელს, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დრო არის ცოტა, საკითხები დაგროვდა და საკითხები არის ძალიან მწვავე. და რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული, შეუვალი პოზიცია, რომლიდანაც ერთი ფეხის ნაბიჯითაც ჩვენ ვერ მოვიცვლით იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს მომავალს და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას“, - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრას და განაცხადა, რომ შეხვედრის უმთავრესი თემა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტები იქნება.

"მე ვთვლი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, რომ რუსეთს აქვს აბსოლუტურად უნიკალური შანსი, რომ დიდმა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯი და დაეხმაროს მეზობელ პატარა სახელმწიფოს სრულიად სამართლიან მოთხოვნაში კონფლიქტების მშვიდობიან, პოლიტიკურ დარეგულირებაში“, - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 3 ივნისს.

პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება მოსკოვის მიერ უნივერსალურობის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ. პრეზიდენტმა პუტინმა 2 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის გეგმებში არასოდეს შედიოდა მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიების მიერთება, თუმცა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეიმუშავონ უნივერსალური მიდგომა კონფლიქტევის მოგვარების საკითხების მიმართ.

პუტინის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ გამოეყონ საქართველოს, ხოლო ალბანელებს სერბებისაგან გამოყოფა შეუძლიათ.

მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ორჯერ გაიმართა. პირველი შეხვედრა 2004 წლის თებერვალში შედგა - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. მეორე შეხვედრა არაფორმალურ ხასიათს ატარებდა, რომელიც 2005 წლის აგვისტოში ყაზანში დსთ-ს სამიტის პარალელურად გაიმართა. 2005 წელს სააკაშვილმა პუტინი საქართველოში მოიწვია, თუმცა მისი მოწვევა უპასუხოდ დარჩა. 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31