Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგა ბოკერია სახალხო დამცველს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივნ.'06 / 17:17

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან 7 ივნისს განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა "საკუთარი თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო“ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ახალაიას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარ ინციდენტთან.

სუბარმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმარმა პაატა მამარდაშვილმა უამბო სახალხო დამცველს, რომ იგი ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, რათა გამოეგონათ რაიმე მტკიცებულება იმის დადასტურებლად, რომ ინციდენტი იყო კარგად დაგეგმილი ბუნტი, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

"საზოგადოება არ უნდა ენდოს კანონიერი ქურდის მიერ გაჟღერებულ ამ "კონსპირაციულ თეორიებს“, - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

"სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ჩვენთვის, თავის თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს“, - დასძინა მან.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ციხის თანამშრომლები დაინტერესებული ბუნტის მოწყობაში. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12