Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიას გაეროში ელჩობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
/ 13 ივნ.'06 / 14:08
სივილ ჯორჯია

ირაკლი ალასანიას, რომელიც როგორც თბილისში, ასევე სოხუმსა და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს, აფხაზეთის კონფლიქტის საკითხის მოგვარება ნიუ-იორკიდან მოუწევს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას პარლამენტი მას გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება 32 წლის ირაკლი ალასანია, თავისი მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნოს არის ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით. თუმცა, ოპონენტები შიშობენ, რომ ახალი დანიშვნა შეაფერხებს იმ დადებით იმპულსს, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ბოლო დროს გამართულ მოლაპარაკებებზე შეინიშნება.

ალასანიას კანდიდატურა დეპუტატებმა 12 ივნისს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს. ალასანია ამ პოსტზე რევაზ ადამიას შეცვლის, რომელიც საქართველოს ელჩად გაეროში 2002 წლიდან მსახურობს.

"ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად. ეს პირველ რიგში შეეხება: სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას - საუბარია [გაეროს] საპოლიციო კომპონენტის დამატებაზე [არსებულ სამშვიდობო ოპერაციაზე]. ასევე გავაძლიერებთ საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ეთნიკური წმენდის აღიარების საკითხებზე“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 12 ივნისს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალასანია ასევე შეინარჩუნებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას.

ირაკლი ალასანია პრეზიდენტის მრჩევლად 2006 წლის მარტში დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური პირები მიესალმნენ, რადგანაც მან მოახერხა კარგი პირადი ურთიერთობების დამყარება აფხაზეთის დფე ფაქტო ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელთან.

"ჩვენ ძალიან კარგი შთაბეჭდილებები გვაქვს [ალასანიაზე] ... ეს არის პიროვნება, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მას შემდეგ, რაც ალასანია პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ, მარტის ბოლოს, ალასანიამ მოახერხა  მიეღწია შეთანხმებისთვის აფხაზურ მხარესთან ქართული-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენის თაობაზე, რომელიც ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მექანიზმად მიიჩნევა.

9 ივნისს ირაკლი ალასანიამ პარლამენტს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის თბილისის წინადადებები გააცნო. ეს დოკუმენტი შეიცავს თბილისის ოფიციალურ პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

პრეზიდენტის მრჩევლობამდე ირაკლი ალასანია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე იყო, მანამდე კი, 2002-2004 წლებში იგი ჯერ უშიშროების მინისტრის, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ზოგიერთმა დამკვირვებელმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ალასანიას ახალი დანიშვნის თაობაზე "უცნაური“ უწოდა, რადგანაც ისინი ეჭვობენ, რომ ალასანია ვერ შეძლებს აფხაზურ მხარესთან უფრო ახლო კონტაქტების დამყარებას ნიუ-იორკიდან, ვიდრე თბილისიდან.

"ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და გამოუცნობი გადაწყვეტილება“, – განუცხადა დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ხელაშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 13 ივნისს.

"ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა მას განეგრძო ის საქმე, რაც საკმაოდ კარგად დაიწყო“, - დასძინა მან.

ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე სკეპტიკურად შეხვდნენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას.

"ირაკლი ალასანიამ ძალიან საინტერესო დიალოგი წამოიწყო აფხაზურ მხარესთან, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი შეაშფოთა მისმა პოზიტიურმა აქტიურობამ და გადაწყვიტეს პოლიტიკურად ნაკლებ მნიშვნელოვან თანამდებობაზე გააგზავნონ“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ 12 ივნისს.

"ალასანია იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მთავრობაში... მე არ გავაგზავნიდი მას ოკეანის მიღმა“, - განუცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველებიდან ჟურნალისტებს 12 ივნისს.

კანონმდებლები მმართველი პარტიიდან მიესალმებიან ამ წარდგინებას და აცხადებენ, რომ გაეროს გააქტიურება სასიცოცხლო იქნება აფხაზეთის სამშვიდობო პროცესისთვის.

"ვფიქრობ, რომ ბატონი ალასანია შეძლებს უფრო პროდუქტიულად განაგრძოს თავისი საქმიანობა იქ [გაეროში], სადაც ამგვარი საკითხები წყდება“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 12 ივნისს.

თუმცა, ანალიტიკოსი გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ გაერო "ბევრს არ წყვეტს კონფლიქტის მოგვარების პროცესში“.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26