Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ
/ 18 მაი.'02 / 13:52

შეხვედრის ჩანაწერი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 15 მაისი, 2002

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ოთარ შალიკაშვილი შეხვდა საზოგადოებას. შეხვედრა თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ბატონი ოთარ შალკაშვილი საზოგადოებას ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარლამენტარმა რევაზ ადამიამ (თავდაცვისა და უშიშროების ყოფილი თავმჯდომარე) წარადგინა. ამერიკელმა სტუმარმა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ შეხვედრის ჩანაწერს.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფონი:

 აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას დიდი ისტორია აქვს.
 სამხედრო სფეროში დახმარება ძირითადად კონცენტრირებული იყო სამშვიდობო ოპერაციებთან.
 საქართველო ძალიან აქტიური იყო 'პარტნიორობა მშვიდობისათვის' პროგრამის ფარგლებში.
 ჩვენი კოლეგებისა და ჩვენივე დაკვირვებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სფეროს სამშვიდობო ოპერაციების გარდა სხვა სახის დახმარება სჭირდება.
 9/11 შემდეგ საერთაშორისო ვითარება შეიცვალა.
 გასული წლის შემოდგომაზე ნათელი გახდა, რომ პანკისის ხეობაში აუცილებელი იყო საქართველოს წინაშე მდგარი სირთულეების აღმოფხვრა.
 ჩვენ შევიტყვეთ, რომ რუსეთმა საქართველოს პანკისში ერთობლივი ოპერაციის ჩატარება შესთავაზა. ქართულმა მხარემ გარკვეული მოსაზრებებით უარყო ეს შემოთავაზება და მე ეს კარგად მესმის.
 ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ საქართველოს დახმარებით დაინტერესებულები ვართ და ამის შესახებ რუსებსაც ვაცნობეთ.
 ოქტომბრის დასაწყისში გადაწყდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, რომელიც რეგიონში არსებულ ბალანსს არ დაარღვევს.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მართვისა და კონტროლის ნაწილი:

 ამ რგოლში მომუშავე ოფიცრები პროფესიონალები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი განათლება ექნებათ, შეეძლებათ ინფორმაცის ანალიზი და განახორციელებენ ოპერატიულ კონტროლს.
 უმრავლეს ქვეყნებში ამგვარი პრიოგრამები არსებობს, რომელიც დაახლოებით 20 წელიწადი გრძელდება.
 ჩვენ დაგეხმარებით ამ პროგრამის უფრო მოკლე ხანში გავლაში.
 ჩამოყალიბდება საკონტროლო ცენტრი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იქნება.
 ძალზე მნიშვნელოვანია შეიარაღებულ ძალებზე პოლიტიური და სამოქალაქო კონტროლის განხორციელება. ამ თვალსაზრისით, გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები გახდება საჭირო. 
 ჩვენ დაგეხმარებით თეთრი სახლის უსაფრთხოების განყოფილების მსგავსის  შექმნაში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კრიზისების მართვის ცენტრი შეიქმნება, რომელიც საერთო ვითარებას ანალიზს გაუკეთებს და გადაწყვეტილების მიღებას გააიოლებს.
 იქ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თავდაცვის სამინისტროში გადაიგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, ოპერატიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
 ყველა ძალოვანი სტრუქტურის ჩართულობა ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს. სამხედრო სფეროს მაკონტროლებელ სტრუქტურაში ძალოვანი უწყებების წარმოამადგენლები უნდა იყვნენ.
 წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ჩვენ საკომუნიკაციო აღჭურვილობასაც გადმოგცემთ.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და საქართველოს ვალდებულებები:

 წვრთნა გაცილებით იოლია, ჩვენ ამის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვაქვს.
 რთულია ის, რომ იგი ქართული მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
 მცირე რაოდენობის კონტიგენტის შერჩევის მიზეზი ქართული მხარის შეზღუდული რესურსებია.
 ჩვენ არ გვსურს წვრთნისა და ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფულის გაფლანგვა, ისევე როგორც თქვენი.
 ქართულმა მხარემ ივალდებულა:
1. ბატალიონების სრული დატვირთვით გაწვრთნა.
2. ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ოფიცრების კონტრაქტის საფუძველზე მინიმუმ სამი წლით დაქირავება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
 ეს ვალდებულებები საკანონმდებლო და ოპერატიული გადაწყვეტილებების მირებას დაისაჭიროებს.
 სანამ წვრთინის პროგრამას დავიწყებთ, დავსხდებით და განვიხილავთ, როგორ სესრულდა ვალდებულებები. თუ ისინი არ შესრულდება, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება აუცილებლად შეფერხდება.

ბატალიონების წვრთნა:

 ბატალიონების წვრთნა ერთიმეორის მიყოლებით განხორციელდება.
 თითოეული ბატალიონის გაწვრთნას ოთხი თვე მოხმარდება.
 ყველა ბატალიონის ერთდროული წვრთნას საქართველოს მთავრობის რესურსები ვერ გაწვდება.
 ბატალიონების ერთიმეორის მიყოლებით წვრთნა წარმატების მიღწევას გააიოლებს.
 პირველად გათვალისწინებულია კომანდოსის ტიპის ბატალიონის გაწვრთნა ოთხი თვის განმავლობაში შვეულმფრენების დანაყოფთან ერთად და მათ სწრაფი რეაგირების ფუნქცია დაეკისრებათ.
 დანარჩენი ბატალიონები იქნება ვაზიანის მსუბუქი ფეხოსანთა და სატანკო და მექანიზებული ბატალიონი, ეროვნული გვარდიის საჩხერის სამთო ბატალიონი და კოჯრის სპეციალური დანიშნულების დანაყოფი.
 თითოეული ბატალიონის წვრთნა 4 თვეს გაგრძელდება. წვრთნის ბოლოს ჩატარდება ერთობლივი გამოცდა ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიერ, რომელიც მიღწევებს შეაფასებს.
 
მომარაგება, კონტროლის მექანიზმები და დაფინანსება

 წვრთნების დაწყება 27 მაისისათვის არის დაგეგმილი.
 მე საქართველოს ივლისში დავბრუნდები, რათა არსებული ვითარება შევაფასო. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული დაიწყება, თუ არა პირველი სამხედრო ბატალიონის გაწვრთნა. 
 ნებისმიერი დაყოვნება რისკთან არის დაკავშირებული. სპეციალური დანიშნულების ის ამერიკული დანაყოფები, რომლებიც ამჟამად საქრთველოში იმყოფებიან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვა კუთხეში დასჭირდეს. ამიტომ აუცილებელია, ყველა დეტალის დროულად მოგვარება და დროის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.
 წვრთნისა და არჭურვის პროგრამის დაწყების აქამდე შეყოვნება შეერთებულ შტატებში ფულის გამოყოფისთან დაკავშირებულმა პროცედურებმა და საქართველოს საბიუჯეტო პრბლემებმაO გამოიწვია.
 შეერთებული შტატები 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.
 პრეისდან და ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ 150 სამხედრო ჩამოვა საქართველოში. ეს მაქსიმუმია. ჩვენ არ ვგეგმავთ ამ რაოდენობის მთლიანად ჩამოყვანას. მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა.
 სეერთებული შტატების არმიაში არსებული კონტროლის მექანიზმები დაინერგება საქართველოს სამხედრო სტრუქტურებშიც. აღჭურვილობის თითოეულ ერთეულის გაცემისას ქართველი ოფიცრები ხელს მოაწერენ და მასზე პასუხისმგებლები იქნებიან. 

შეკითხვები:

თქვენ ისაუბრეთ მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაზე, გათვალისწინებულია თუ არა კიდევ ერთი კომპონენტი - დაზვერვა?

დაზვერვა აუცილებლად გათვალისწინებული იქნება, ოღონდ ამ კომპონენტის მთლიანად ქართული მხარე უზრუნველყოფს.

რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ 27 მაისამდე, რომ პროგრამა შეუფერხებლად დაიწყოს?

წვრთნები დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიცრებს კონტრაქტი უნდა გაუფორმოს და მათი ხელფასები მკვეთრად გაზარდოს 400-600 ლარის ფარგლებში. თუმცა, კადრის ოფიცრების წვრთნა დაიწყება 27 მაისს და მათთან კონტრაქტების გაფორმება არ არის აუცილებელი.

ქართველი ოფიცრების ახალი აღჭურვილობა სხვა ქართულ დანაყოფებთან ურთიერთთავსებადობას ხომ არ შეუშლის ხელს?

არა, ვინაიდან ქართველი ოფიცრების აღჭურვა საბჭოური სტანდარტის შეიარაღებით მოხდება, რათა მათი სხვა დანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის პრობლემა არ შეიქმნას. თითოეული ბატალიონი განსაზღვრავს შეიარაღების იმ სახეობას, რომელიც მას ესაჭიროება და ჩვენ მას მივაწვდით.


თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევის ცენტრი არის ანალიტიკური ცენტრი, რომლის მიზანს სტრატეგიულ და უსაფრთხოების სფეროში გამჭვირვალობის გაზრდა წარმოადგენს. ცენტრის პირველადი საქიანობა დაკავშირებულია ექპერტებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სეხვედრების მოწყობასთან. ცენტრი დაარსებულია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთასორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდის, საქართველოს გაერო-ს ასოციაციის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის მიერ, აგრეთვე რამდენიმე კერძო პირის, მათ შორის, რევაზ ადამიას მიერ, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა.

ცენტრის საქ1მიანობის სესახებ იონფორმაციისატვის მიმართეთ
ბ-ნ. გიორგი კალაძეს. ტელ: +995 32 92 02 76

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24