Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'06 / 14:45

დღეს პარლამენტმა 121 ხმით ერთხმად დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე  უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ბადრი ნანეტაშვილი პარლამენტარისათვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთის" და ამავე სახელწოდების გაზეთის მართვის გზით ეწეოდა, რასაც თავად ბადრი ნანეტაშვილი უარყოფს.

"არგუმენტები, რომელიც დასკვნაშია მოყვანილი ძალიან წონადია, ბატონ ბადრის არ წარმოუდგენია სამწუხაროდ არც ერთი არგუმენტი [კუთვნილი აქციების მართვაში გადაცემის ნოტარიულად დადასტურებული], რომელიც გააქარწყლებდა იმ პრეტენზიებს, რომელიც მის მიმართ არსებობს“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს.

მიუხედავად ბურჯანაძის განცხადებისა, რომ უმრავლესობის შიგნით "დავა და კამათი“ არ არსებობს, დადგენილებაში მოყვანილმა არგუმენტებმა მაინც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მხოლოდ ტელეკომპანიის მართვაში გადაცემის დაუდასტურებლობა ვერ იქნება სამართლებრივი დასკვნის გამოტანის საფუძველი.

“ჩვენ ფაქტიურად ახლა სასამართლოს ფუნქციას ვასრულებთ და დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მოტივირებული“, – განაცხადა ბეჟაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ნანეტაშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით პარლამენტს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.

15 ივნისს ბადრი ნანეტაშვილმა უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ განცხადება მისი საქმის შესწავლის დაწყების შემდეგ გააკეთა და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და მმართველის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოქრუაშვილი მას ტელეკომპანიის აქციების გაყიდვას, ხოლო ბოკერია პარლამენტის ნებაყოფლობით დატოვებას აიძულებდა.

ამავდროულად, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და პრეზიდენტისაგან მათ ტელეკომპანიაზე ზეწოლის პრევენციის გარანტიებს ითხოვენ.

ამ მოწვევის პარლამენტში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა დეპუტატს სამეწარემო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება. ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრს, რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს უფლებამოსილება 31 მარტს შეუწყდა, ხოლო უმრავლესობის წევრმა კობა ბექაურმა დეპუტატის მანდატი 28 თებერვალს ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი სამეწარმეო საქმიანობა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ არ დაადასტურა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16