Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული პრესა გირგვლიანის სასამართლო პროცესის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივლ.'06 / 14:09

ქართული პრესა, რომელიც 7 ივლისს ფართოდ აშუქებს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესს, აკრიტიკებს სასამართლოს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მკვლელობის საქმეში სიმართლის გამოაშკარავება.     

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ ყოფილ თანამშრომელს სანდრო გირგვლიანისთვის სხეულის განზრახ დაზიანებების მიყენების  ბრალდებით, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოყვა, რვა და შვიდ–შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  თუმცა ხელისუფლება საზოგადოების ძლიერ ზეწოლას განიცდის, რადგან საზოგადოება მოითხოვს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა დასჯას, არამედ შს სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯასაც, რომელთაც, მათი თქმით, დანაშაული შეუკვეთეს.

გაზეთი "24 საათი“ წერს, რომ მართლმსაჯულებამ "საზოგადოების გამოცდას ვერ გაუძლო“.

"გამართლდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოთქმული ეჭვი, რომ მოსამართლე გიორგი ჩემია შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილ განაჩენში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ნამდვილ მოტივს არ დაასახელებდა, ისევე როგორც არაფერს იტყოდა მკვლელობის შემკვეთებზე. 10 დღეში ოპერატიულად ჩატარებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაზარალებული მხარის პოზიცია, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო, მოსამართლე გიორგი ჩემიამ გუშინ დაასრულა“, - წერს გაზეთი "24 საათი“ 7 ივლისს.

გაზეთის ცნობით, სასამართლომ ვერ შეძლო ეპასუხა იმ კითხვებისთვის, რომლებიც წინასწარი გამოძიების მიერ ღიად იყო დატოვებული.

გაზეთი "რეზონანსი“ თავის სტატიაში სახელწოდებით "საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ“ წერს, რომ მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში, საქართველო კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა.

გაზეთი ასევე იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მთავრობაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო.

"განაჩენი სამართლიანი უნდა ყოფილიყო. ის უნდა შეხებოდა ყველა ფიგურას, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა... ვფიქრობ, რომ ცვლილებები მომწიფდა და ნამდვილად უნდა მივცეთ შესაძლებლობა პრეზიდენტს, რომ ეს თავისუფლად გააკეთოს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23