Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა განახლებული მთავრობა დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივლ.'06 / 16:56

პარლამენტმა 151 ხმით ერთხმად გამოუცხადა ნდობა მთავრობის უმნიშვნელოდ შეცვლილ შემადგენლობას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარუდგინა დეპუტატებს.

"დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთავრობა ამ ნდობას გაამართლებს", – განუცხადა პარლამენტარებს პრემიერ–მინისტრმა.

თავის გამოსვლაში ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის პოლიტიკაში ცვლილებები არ იგეგმება და ხელისუფლების პრიორიტეტი კვლავ რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემა და მდგრადი ენერგოსექტორი.

მთავრობა მხოლოდ ორი ახალი წევრით განახლდა - მერაბ ანთაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელწმიფო მინისტრადაა წარდგენილი, დეპუტატი დავით ტყეშელაშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრად, რომელიც ამ პოსტზე გიორგი პაპუაშვილს შეცვლის. ეს უკანასკნელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრადაა წარდგენილი.

პაპუაშვილის დასახელება მთავრობის შეცვლის "ტექნიკური" მიზეზი გახდა, რადგანაც პაპუაშვილი მეექვსე მინისტრი იყო, რომელიც 2005 წლის თებერვლიდან მთავრობაში შეიცვალა. მინისტრების 1/3 შეცვლის შემთხვევაში მთავრობა უნდა გადადგეს.

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა უკვე დაგმეს მთავრობის შემოთავაზებული შემადგენლობა, რადგანაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ ინარჩუნებს თავის პოსტს. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის სხდომებს 31 მარტიდან ბოიკოტს უცხადებენ და პოლიციის ძალადობის გამო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ.     

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23