Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მეამბოხეთა ალყაში მოქცევის შედეგად, კოდორის უმეტეს ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს
/ 27 ივლ.'06 / 11:03
სივილ ჯორჯია

აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
ემზარ კვიციანი, თავის რამოდენიმე მებრძოლთან ერთად შეეცადა გაერღვია სამართალდამცველთა ალყა და თავი აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიითვის შეეფარებინა, მაგრამ "ჩვენი სამართალდამცავები ტერიტორიას აკონტროლებენ“, განაცხადა 26 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ.

ღამის განმავლობაში სროლები არ დაფიქსირებულა, რადგანაც ქართული მედიის ცნობით, ემზარ კვიციანი და მისი გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის“ დაახლოეობით 50-60 მებრძოლი უშიშროების ძალებს სოფლების  – ჩხალთას და ზემო აჟარას მახლობლად გამოქვაბულში ჰყავთ მომწყვდეული.

26 ივლისს არველაძემ ასევე განაცხადა, რომ "კრიმინალებისგან გაწმენდილია“ ზემო კოდორის ხეობის შემდეგი სოფლები: საკენი, ზემო და ქვემო ომარიშარა, გენწვისი და ჩხალთა. ეს უკანასკნელი კვიციანის მშობლიური სოფელია.

თუმცა არველაძემ იქვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობის რამოდენიმე კერა, მათ შორის სოფელ ზემო აჟარაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 26 ივლისს განაცხადა, რომ სამთავრობო ძალები დანარჩენ სამ სოფელსაც, რომელთაც ამჟამად კვიციანის მებრძოლები აკონტროლებენ, ხვალისთვის აიღებენ.

"ამჟამად, ხეობაში სროლები არ არის და ოპერაცია აქტიურად არ მიმდინარეობს“, - განუცხადა თარგამაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს 26 ივლისს საღამოს 11 საათზე.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ოფიცრის დაჭრის ფაქტი.

"სხვა შემთხევევა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არ არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, თუმცა კვიციანის მებრძოლებში დაჭრილების თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

"სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა დეპუტატმა თარგამაძემ.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ სამთავრობო ძალებმა "დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი“ ამოიღეს ხეობაში, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

მან ასევე განაცხადა, რომ ის ადგილი, სადაც ამჟამად კვიციანი ალყაშია მოქცეული, მოწყვეტილია იმ გზიდან, რომელიც ზედა კოდორს ხეობის ქვედა ნაწილს უკავშირებს. ქვედა კოდორს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს.  

"ჩვენ გავაფრთხილეთ აფხაზური მხარე არც კი შეეცადონ კვიციანის დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა თარგამაძემ.

ოფიციალურმა პირებმა ხეობაში მიმდინარე ოპერაციას "ძალიან წარმატებული“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს "ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები ჰყავს“.

გიორგი არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

ბრძოლა კოდორის ხეობაში დაახლოებით დღის 16 საათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ემზარ კვიციანმა ჩაბარებაზე უარ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი და მისი 60-მდე მებრძოლი ამჟამად სოფლების ჩხალთა და ზემო აჟარას მახლობლად მდებარე გამოქვაბულში არიან მომწყვდეული.

სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უშიშროებას ხელში ჩაუვარდა რადიო ჩანაწერი, რომელშიც კვიციანი სთხოვს რუს სამშვიდობოებს გააგზავნონ ვერტმფრენი მისი ხეობიდან ევაკუაციის მიზნით.   

ამავდროულად, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 26 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს პოლიციის ძალები კოდორის ხეობაში იქ მიმდინარე ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩებიან, რათა ხეობაში კანონი და წესრიგი დაიცვან.

ხეობას დღემდე აკონტროლებდა გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე“, რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობს. თუმცა, მას შემდეგ რაც კვიციანმა ხელისუფლებას 22 ივლისს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, მთავრობამ იქ საპოლიციო ძალები გააგზავნა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მუდმივად განათავსოს საპოლიციო ძალები კოდორში, სავარაუდოდ, აფხაზური მხარის პროტესტს გამოიწვევს.

თუმცა, ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება თბილისსა და სოხუმს შორის  მხოლოდ შეიარაღებული ძალების განლაგებას კრძალავს კოდორის ხეობაში და ეს დებულება საპოლიციო ძალებზე არ ვრცელდება.    

დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ყველა მებრძოლი განიარაღდება, საქართველოს სახელმწიფო პირველად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სრულ კონტროლს დაამყარებს ზედა კოდორის ხეობაზე.

"ეს არის სტრატეგიული ტერიტორია, საიდანაც ვერტმფრენით სოხუმში ჩაფრენას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება“, - განაცხადა თარგამაძემ. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13