Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთში სტატუს ქვო იცვლება
/ 29 ივლ.'06 / 17:17
სივილ ჯორჯია

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში არსებული 13-წლიანი სტატუს ქვო დაარღვია მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობაში ოფიციალურად მოიკიდა ფეხი, რითიც სოხუმის და მოსკოვის შეშფოთება გამოიწვია.    

ოფიციალური თბილისი ზემო კოდორის ხეობაში წარმოდგენილი იქნება  "პოლიციური ძალებით“ და ასევე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობით, რომელიც ამჟამად თბილისშია განლაგებული.

კოდორის ხეობა ამჟამად რუსი სამშვიდობო საგუშაგოების მიერ გაყოფილია  ზემო კოდორის ხეობად და აფხაზების მიერ კონტროლირებად ხეობის ქვედა ნაწილად.                     

1993 წელს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ზემო კოდორის ხეობა, რომელიც ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, თვითგამოცხადებული რეგიონის ერთადერთი ნაწილია, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. გასამხედროებული ჯგუფი „მონადირე“, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისაგან 1992 წელს კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეიქმნა, ხეობას აფხაზური ჯარების შემოტევისგან იცავდა. თუმცა, აფხაზურ მხარსა და „მონადირეს“ შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ. ამ წლების განმავლობაში თბილისის უფლებამოსილება ხეობაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ვითარება 25 ივლისს შეიცვალა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში „მონადირის“ და ხეობაში ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ძალები გააგზავნა მას შემდეგ, რაც 22 ივლისს კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.  

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლება სანამ კვიციანი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდა მანამდეც გეგმავდა სრული კონტროლის აღდგენას ხეობაში.

„მე ვუთხარი კვიციანს, რომ ერთი კვირის ვადას ვაძლევდით მას, რომ ხეობა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავემუქრეთ იმით, რაც მოხდა [ სპეცოპერაცია]“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ინტერვიუში, რომელიც კოდორის ხეობაშია ჩაწერილი.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საპოლიციო ძალები განთავსდება ზემო კოდორის ხეობაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ კოდორის ხეობა გახდება „აფხაზეთის დროებითი ლეგიტიმური ადმინისტრაციული ცენტრი“, სადაც განლაგდება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.

1993 წლიდან თბილისში დევნილი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა შედგება უმაღლესი საბჭოსგან, რომელიც საკანონდებლო ორგანოა და  მთავრობისგან. ეს უკანასკნელი ოთხ სამინისტროს აერთიანებს - ფინანსთა, ეკონომიკის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე რვა დეპარტამენტს და რვა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს.

ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, სავარაუდოდ, სოფელ აჟარის სკოლაში დაიდებს ბინას.

სოხუმის და მოსკოვის რეაქცია

გადაწყვეტილება კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსების თაობაზე მკაცრად დაგმო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივლისს განაცხადა, რომ საქართველომ კოდორის ხეობა შესაძლოა აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარებისათვის პლაცდარმად გამოიყენოს. 

„ჩვენ ვიტოვებთ უფლებას არ დავუშვათ მარიონეტული მთავრობის განლაგება კოდორის ხეობაში. მე არ გამოვრიცხავ ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის დიპლომატიურის და ძალისმიერის“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 28 ივლისს.

სოხუმის პროტესტი მოსალოდნელიც იყო, რადგანაც აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დიდი ხანია ითხოვდა თბილისისგან ლეგიტიმური, მათი შეფასებით კი, „მარიონეტი მთავრობის“ დათხოვნას.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დაგმო სოხუმის წინააღმდეგობა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორის ხეობაში განთავსების თაობაზე თბილისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მას "ისტერიკა“ უწოდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ 27 ივლისს „რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გადაყვანით აფხაზეთის დაბრუნების ისტორიული პროცესი იწყება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ თბილისის უკანასკნელი გადაწყვეტილებები აფხაზეთის შესახებ არ ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს „აგრესიული ზრახვები“ აქვს და კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის გადაწყვეტილება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12