Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 ივლ.'06 / 10:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური მოძრაობა წინ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს 30 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.

ბათიაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 29 ივლისს დააპატიმრეს. მან უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.

პროკურორების განცხადებით, ბათიაშვილი "რჩევებს და მითითებებს“ აძლევდა კვიციანს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხების მოწყობის მიზნით.

ბათიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგანაც ბათიაშვილსა და კვიციანს შორის სატელეფონო საუბარი, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარმოადგინა, ვერ ადასტურებს ბათიაშვილის კავშირს შესაძლო ამბოხთან. ადვოკატის თქმით, ასევე არ დასტურდება ის ფაქტიც, რომ კვიციანი გეგმავდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობას.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაგმო ბათიაშვილის დაპატიმრება.

"ეს დაპატიმრება მიზნად ისახავდა [ხელისუფლების] ოპონენტების ტერორიზებას“, - განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან.

"თუ ჩაწერილი სატელეფონო საუბარი გამოძიების ერთადერთი მტკიცებულებაა, ვერ ვხედავ დაპატიმრების რაიმე იურიდიულ საფუძველს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36