Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი სენატორი რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შესაწყვეტად თბილისის იმედებს ამყარებს
/ 24 აგვ.'06 / 17:20
სივილ ჯორჯია

თბილისში ყოფნისას ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აშ.შ. ემხრობა თბილისის პოზიციას კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობო ძალების შეცვლის შესახებ, რამაც საქართველოს ხელისუფლებას იმედი მისცა რომ გაზრდის საერთაშორისო მხარდაჭერას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო ფორმატების შესაცვლელად.

რესპუბლიკელი სენატორი ლუგარი, რომელიც საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, საქართველოს 22-24 აგვისტოს ეწვია. საქართველოში მისი ვიზიტი იყო ნაწილი მოგზაურობისა ყაზახური ენერგომატარებლების ტრანსპორტირების მარშრუტზე; შესაბამისად იგი ასევე ეწვია ყაზახეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 22 აგვისტოს, სენატორმა ლუგარმა აღნიშნა, რომ ა.შ.შ. ”ეთანხმება ქართველი ხალხის მოსაზრებას, რომ რუსი სამშვიდობო ძალები არ უნდა იყვნენ” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

”ჩვენ არ ვართ რუსების იქ ყოფნის მომხრე... დიპლომატიამ შესაძლოა მიგვიყვანოს სიტუაციამდე სადაც სამშვიდობო ოპერაციას უფრო ნეიტრალური და მეგობრული მხარეები განახორციელებენ,” განაცხადა სენატორმა ლუგარმა.

მომდევნო დღეს, როდესაც ამერიკელი სენატორი ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში მოქმედ შეიარაღების საუტილიზაციო ბაზას და ბიოლოგიურ დაწესებულებებს ეწვია, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობო ძალები საერთაშორისო ოპერაციამ უნდა ჩაანაცვლოს.

18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას დაავალა დაიწყოს პროცედურები რათა უზრუნველყოს კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა.

ამერიკელი სენატორის განცხადებები თბილისში უკვე მიიღეს როგორც ძალზედ პოზიტიური ნიშანი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა 23 აგვისტოს აღნიშნა, რომ ლუგარის განცხადება ”სერიოზული წარმატება და იმედის მომცემი ფაქტორია.”

”ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი განცხადება და ნიშანი იმისა რომ საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა აქვს. რუსმა სამშვიდობოებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონები. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ მათი ნეიტრალური სამშვიდობო კონტიგენტით ჩანაცვლებაზე,” - განაცხადა 23 აგვისტოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, რიჩარდ ლუგარი ძალზედ გავლენიანი სენატორია, რომლის განცხადებებიც ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციასაც გამოხატავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელიშიც დეტალურად იქნება გაანალიზებული ის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც არსებული სამშვიდობო ოპერაციები ხორციელდება. შესაბამისი დასკვნა, საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, შემოდგომას იქნება წარმოდგენილი.

საქართველოში ვიზიტისას სენატორმა ლუგარმა ასევე განიხილა ენერგოუსაფრთხოების საკითხები და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას იმსჯელეს იმ საფრთხეზე რომელსაც საქართველოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უქმნის. ”ეს აშკარად ძალზედ რთულ სიტუაციას ქმნის,” - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14