Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სენატორი მაკკეინი: საქართველო აშშ-ის საუკეთესო მეგობარია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აგვ.'06 / 20:41

29 აგვისტოს სენაკში ახლად აშენებულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა განუცხადა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და საქართველოს აშშ-ის ”საუკეთესო მეგობარი უწოდა.”

”მოვა ის დღე როდესაც ერაყელ ხალს ექნება თავისუფლება და ეცოდინება თუ რა არის დემოკრატია და როდესაც ეს დღე მოვა, ეს იქნება თქვენი დამსახურება, რადგენ თქვენ შეიტანეთ ამაში დიდი წვლილი. ჩვენ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ლიდერობით 21-ე საუკუნის ხელმძღვანელობის მაგალითს ქმნის ამ ქვეყანაში. პრეზიდენტ ბუშის, კონკრესის და ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მადლობა მოგიხადოთ. თქვენ ხართ ამერიკის საუკეთესო მეგობრები,” - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა.

”მოვა ის დღე როდესაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხსაც ეცოდინებათ თუ რა არის თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება,” დასძინა მან.

ამერიკელ სენატორთა ჯგუბს სენაკის სამხედრო ბაზაზე პრეზიდენტი სააკაშვილიც ახლდა.

”თქვენ ხართ იმ ქართველების მემკვიდრეები, რომლებმაც დიდგორი მოიგეს; თქვენ იმ ქართველების მემკვიდრეები ხართ, რომლებიც მართალია დამარცხდნენ ბოლშევიკებთან მაგრამ ბოლომდე შეაკვდნენ მათ; თქვენ ის ქართველები ხართ, რომლებიც უკვე აღარასოდეს დამარცხდებიან, რადგან ჩვენ უკვე გავიგეთ თუ რას ნიშნავს საკუთარი თავისუფალი ქვეყანა და რას ნიშნავს ძლიერი მეგობრების ყოლა და რას ნიშნავს ძლიერი შეიარაღებული ძალების ყოლა,” – მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს.

პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ სენატორ მაკკეინს 29 აგვისტოს 70 წელი უსრულდება, რის შემდეგაც მას საჩუქრად ქართული ხმალი გადასცა, ”როგორც სიმბოლო ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ერთად ყოფნისა.”

სენაკის გარდა, სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებს დღეს უშგულსა და სვანეთშიც უმასპინძლა. ქართულმა ტელეარხებმა გაავცელეს ვიდეომასალა, სადაც სენატორი მაკკეინი და პრეზიდენტი სააკაშვილი უშგულში ადგილობრივ ფოლკლორულ ჯდუფთან ერთად ცეკვავენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20