Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი: რუსეთის სამხედრო შტაბის ალყას არ მოვხსნით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 სექ.'06 / 21:49

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ მოხსნის პოლიციის იმ ალყას, რომელიც თბილისში ამიერკავკასიის რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბს აკრავს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრის დაკავების მიზნით.

მისი თქმით, 27 სექტემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ყველა პირი, რომელთა შორის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცერია, "ქართულ მართლმსაჯულებას გადაეცემა, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით საკმაოდ მკაცრები“.

რუსული მხარე რუსი სამხედროების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და თბილისში მათი სამხედრო შტაბის შენობაზე ალყის მოხსნას მოითხოვს.

"რა თქმა უნდა [სამხედრო შტაბის] შენობას დიპლომატიური სტატუსის ელემენტები გააჩნია და ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს მკაცრად დავიცავთ და გარკვეული პატივისცემით მოვეპყრობით, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ერთი რამ, ჩვენ არ მოვხსნით ე.წ შტაბის ალყას, მანამ იქ არსებობენ პირები, რომელთა მიმართაც არსებობს არამარტო ეჭვები, არამედ დასაბუთებული ბრალდებები გამყარებული მტკიცებულებებით შპიონაჟში, დივერსიული აქტების განხორციელებაში და ა.შ“, – განუცხადა "რუსთავი 2“–ს ირაკლი ოქრუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, არცერთი დაკავებული და ძებნაში მყოფი რუსი ოფიცერი არ ატარებს დიპლომატიურ სტატუსს. 

"იყო დრო, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად მივუდექით რუსეთის ხელისუფლების თხოვნას გადაგვეცა ერთ–ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი ბოიკო [მედიაში გაუხმაურებელი ფაქტი], რომელიც ჩვენ გვყავდა დაკავებული და ეჭვმიტანილი იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე დივერსიების მოწყობაში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმის გამო, რომ ველოდით მათი [რუსეთის] კონტრუქციულ ნაბიჯებს, მაგრამ საპასუხოდ სულ სხვა მივიღეთ. დღეიდან ასეთი კონსტრუქცივიზმი იქნება დამთავრებული, ცალმხრივ თანამშრომლობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

მისი თქმით, საქართველო დღეს "მოწოდების სიმაღლეზეა“ და "აგენტების თარეშს აღარ დაუშვებს“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
2