Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი თბილისს დაპირისპირების გაღრმავებაში ადანაშაულებს
/ 28 სექ.'06 / 12:37
სივილ ჯორჯია

საპატრულო პოლიცია რუსეთის სამხედრო
დაჯგუფების შტაბის გარშემო, 28 სექტემბერი.
რუსეთი შეეცდება "ყველა ხელთ არსებული საშუალების გამოყენებით“ მიაღწიოს საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსი ოფიცრების გათავისუფლებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
 
27 სექტემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ, რუსეთის საელჩომ თბილისში 28 სექტემბრიდან შეწყვიტა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემა.
 
რუს ოფიცრებთან ერთად ასევე დაკავებულია საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსული დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფი "სერიოზულ პროვოკავიებს“ გეგმავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრებაა ასახული.
 
ამასობაში,  თბილისში განთავსებული ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების შტაბი კვლავ უიარაღო პოლიციელთა ალყაში რჩება. ქართული მხარე შპიონაჟში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი რუსი ოფიცრის გადმოცემას ითხოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არა მარტო რუსი ოფიცრების გათავისუფლებას მოითხოვს, არამედ "გააკეთებს კონკრეტულ დასკვნას საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე“.
 
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ინციდენტებს ახორციელებს, რათა მეტი გამართლება მოუძებნოს  თავის განზრახვას "უფრო სერიოზული კონფლიქტების" პროვოცირების მიზნით. 
 
"ეს განზრახვები უკვე ნათელია - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო არსებული ვითარების ძალისმიერი გზით მოგვარება“, - იტყობინება "რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში არსებული სიტუაციის და თბილისის ანტი-რუსული პოზიციის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენოს, სადაც ოქტომბერში აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა იგეგმება.  
 
"აფხაზეთთან მიმართებაშიც საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა ლავროვმა.
 
მოსკოვმა 27 სექტემბერს დაგმო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსების თაობაზე.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ასევე უარყო თბილისის ბრალდებები რუსი ოფიცრების მიმართ და მათ "უსაფუძვლო" უწოდა. 
 
"სულ არ გამიკვირდება, თუ ქართული მხარე რუს სამხედროებს მზის და ცის მოპარვის მცდელობაშიც დაადანაშაულებს. საქართველოში არსებული კლიმატი გასული საუკუნის 37 წელს მაგონებს“, - განაცხადა ივანოვმა.
 
მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა მოსკოვთან კონფრონტაციის დონეს მაქსიმუმამდე ზრდის.

ამასობაში, თბილისში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა მიხეილ სვირინმა "რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ 28 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზები გაცემა წყდება.
 
მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზების გაცემა წყდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გამონაკლისის გარეშე, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დააკონკრეტა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25