Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის მილიცია ქართველებს დევნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ოქტ.'06 / 14:23

რუსეთის ხელისუფლებამ ქართველი უკანონო მიგრანტების დევნა დაიწყო, კერძოდ, მიმდინარეობს მოსკოვის სკოლებში ქართველი მოსწავლეების იდენტიფიცირება, იტყობინება რუსული გაზეთი "კომერსანტი" 6 ოქტომბერს, მილიციის უცნობ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

კანონის თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც მოსკოვში ჩაწერილი არ არიან, არ აქვთ უფლება რუსეთის დედაქალაქში ისწავლონ, "ამრიგად, უფრო ადვილია მშობლების მოძებნა მათი შვილების საშუალებით“, - წერს "კომერსანტი“.

თუმცა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვალერი გრიბაკინმა უარყო ეს ინფორმაცია.

"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუცია რაიმე ბრძანება ან მოთხოვნა სასწავლო დაწესებულებების მიმართ“, - განუცხადა მან "რია ნოვოსტის“.

ამასობაში, რუსული საინფორმაციო სააგენტოები 6 ოქტომბერს იტყობინებიან, რომ მოსკოვის მილიცია განაგრძობს იმ რესტორნების, კაფეების და კაზინოების შემოწმებას, რომელთა მფლობელებიც ქართველები არიან. გადასახადების დამალვის მოტივით მოსკოვში ორი რესტორანი და სამი კაზინო დაიხურა.

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ განზრახ ვამოწმებთ იმ ობიექტებს, რომლებსაც ქართველები ფლობენ, მაგრამ იმ ობიექტების უმეტესობა, რომელთა შემოწმებაც დაგეგმილია, ნამდვილად ქართველების საკუთრებაა“, - განუცხადა მოსკოვის მილიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ზოლოტნიცკიმ "რია ნოვოსტის“.

5 ოქტომბერს "როიტერი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქსენოფობიის მასშტაბები რუსეთში შემაშფოთებელია.

ქართული მედია იტყობინება, რომ თბილისის აეროპორტში 6 ოქტომბერს რუსეთიდან 100–ზე მეტი დეპორტირებული ქართველი მიგრანტი ჩამოვა.

ამავე დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი თბილისიდან გაამგზავრებს რუსეთის 100-ზე მეტ მოქალაქეს, რომელთაც საქართველოდან წასვლის სურვილი გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, იტყობინება რუსული ტელეკომპანია НТВ თბილისში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42