Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დამკვირვებლები არჩევნებს მიესალმებიან, თუმცა ხარვეზებზეც საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ოქტ.'06 / 16:53

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა იმის გამო, რომ გაურკვეველია ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი, ამან მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა, ნათქვამია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეუთოს ოფისის საერთაშორისო დამკვირვებელთა წინასწარ დასკვნაში. 

"მივესალმებით ხელისუფლების მცდელობებს პროცესის პროფესიონალურად წარმართვის კუთხით და ასევე მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს საერთაშორისო თანამშორმლობა საარჩევნო პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, რათა სრულად იქნას განხორციელებული ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებები", - განაცხადა ეუთოს დამკვირვებელთა შეზღუდული მისიის ხელმძღვანელმა გეერტ აჰრენსმა 6 ოქტომბერს.

"ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმენი გავხდით ხმის მიცემის დროს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიმ ვან გელდერმა.

თუმცა, მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობის წინასაწარი მაჩვენებლები ადასტურებს, რომ "კიდევ ბევრია გასაკეთებელი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ძალების ადგილობრივ საქმეებში ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“.

წინასწარ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ "მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა გამოასწოროს ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობები, ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ ვერ აღმოაჩინა თავისი გვარები სიებში“.

ეუთოს ოფისის საბოლოო მოხსენება ორ თვეში, მთელი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13