Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია თბილისის არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს
/ 6 ოქტ.'06 / 18:59
სივილ ჯორჯია

მრეწველთა შესვლა საკრებულოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

4%–იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ
არის საკრებულოში მოსახვედრად.  
თბილისში ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ სააკაშვილის "ნაციონალური მორაობა“ თბილისის საკრებულოში 37 ადგილიდან 34-ს მოიპოვებს.

დარჩენილი ადგილები იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის გადანაწილდება, რომელთაც ხმების არანაკლებ 4%-ი მიიღეს. თუმცა, შესაძლოა რეალურად ამ დებულებამ არ იმუშავოს. პროპორციული მანდატების გადანაწილების  ფორმულის თანახმად, 4%-იანი ბარიერის გადალახვა ავტომატურად არ უზრუნველყოფს პარტიის მიერ მანდატის მიღებას საკრებულოში.

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის ათივე ოლქში ხმების 66,42% მიიღო. მას მოსდევს რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი ხმების 12%-ით.

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ 10,67% და მრეწველებმა 6.09%–იანი მხარდაჭერა მიიღეს, სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“ კი ხმების 2,7%.

მმართველმა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნები თბილისის ყველა ოლქში მოიგო. შესაბამისად, მისი ოცდახუთივე მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის საკრებულოს წევრი გახდება. გარდა ამისა, მმართველ პარტიას პროპორციული სიით კიდევ ცხრა დამატებითი წევრი გაჰყავს საკრებულოში.

დარჩენილი სამი ადგილის გადანაწილება შესაძლოა უთანხმოების წყარო გახდეს.

რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების კოალიციას და ლეიბორისტულ პარტიას საკრებულოში სულ ცოტა თითო-თითო ადგილი შეხვდებათ. თუმცა, მრეწველთა პარტია, რომელმაც მიუხედავად იმისა რომ 4%-იანი ბარიერი გადალახა, შესაძლოა თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩეს. 

საარჩევნო კოდექსის პუნქტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში მანდატების განაწილების წესს განსაზღვრავს, ამბობს, რომ „პროპორციული სისტემით გასანაწილებელი თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა“.

თუმცა მომდევნო პუნქტში კი მოცემულია პარტიული მანდატების გამოანგარიშების ფორმულა,  რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 12-ზე და გაიყოს იმ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომელთაც 4%–იანი ბარიერი გადალახეს.  მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

გამოანგარიშების შედეგად, მრეწველთა პარტიას საკრებულოში 0,7 ანუ 0 მანდატი ექნებათ.

„გამოანგარიშების ეს წესი ისეთი რთული და გაუგებარია, რომ ჩვენ შესაძლოა საკრებულოს გარეთაც დავრჩეთ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-იანი ბარიერი გადავლახეთ“, - განაცხადა მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.

ეს საკითხი, სავარაუდოდ, უთანხმოებას და კამათს გამოიწვევს, რადგანაც არსებობდა პოლიტიკური განაცხადი, რომ საკრებულოში მოსახვედრად 4%–იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო, თუმცა პრაქტიკაში ეს კანონი სხვაგვარად მუშაობს.


თბილისში ოლქების მიხედვით პარტიათა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

სამმანდატიანი ოლქები:

1.      საბურთალო
• ნაციონალური მოძრაობა - 57,9%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 17,1%
• ლეიბორისტული პარტია - 10,7%
• მრეწველები - 8.1%
• საქართველოს გზა - 4,4%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

2.      ისანი
• ნაციონალური მოძრაობა - 71,7%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 10,1
• ლეიბორისტული პარტია - 10,3
• მრეწველები - 4,2%
• საქართველოს გზა - 1,9%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


3.      სამგორი
• ნაციონალური მოძრაობა - 73,5%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 8,4%
• ლეიბორისტული პარტია - 9,9%
• მრეწველები - 3,6%
• საქართველოს გზა - 1,7%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია - 0,2%

4.      ნაძალადევი 
• ნაციონალური მოძრაობა  – 67,5%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 11,3%
• ლეიბორისტული პარტია –12,7%
• მრეწველები  – 4,5%
• საქართველოს გზა - 2,2%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

5.      გლდანი 
• ნაციონალური მოძრაობა - 68,8%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 14,1%
• ლეიბორისტული პარტია  - 10,5%
• მრეწველები - 3,2%
• საქართველოს გზა - 1,5%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

ორმანდატიანი ოლქები:

1. მთაწმინდა 
• ნაციონალური მოძრაობა – 58,7%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი  – 12,4%
• ლეიბორისტული პარტია – 10,9%
• მრეწველები – 10,5%
• საქართველოს გზა – 5,3%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

2. ვაკე 
• ნაციონალური მოძრაობა - 59,4%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 13,1%
• ლეიბორისტული პარტია - 9,4%
• მრეწველები - 12,7%
• საქართველოს გზა - 4,6%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

3. კრწანისი 
• ნაციონალური მოძრაობა - 77%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 5,7%
• ლეიბორისტული პარტია - 8,4%
• მრეწველები - 5,1%
• საქართველოს გზა - 1,6%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

4. ჩუღურეთი
• ნაციონალური მოძრაობა - 64,3%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 10,9%
• ლეიბორისტული პარტია - 12, 7%
• მრეწველები - 6,9%
• საქართველოს გზა - 3,1%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

5. დიდუბე
• ნაციონალური მოძრაობა - 60,8%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი - 14,7%
• ლეიბორისტული პარტია - 11,3%
• მრეწველები - 6,1%
• საქართველოს გზა - 3,3%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15