Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სემნები თბილისს მკაცრი რიტორიკის გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ოქტ.'06 / 19:27

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს "კანონიერი" მცდელობები შეცვალოს რუსული სამშვიდობო ოპერაცია კონფლიქტების ზონებში "სუსტს მხარეებს" შეიცავს, რადგანაც რუსეთის მიმართ "არასაჭირო პროვოკაციული“ გზით არის წარმოდგენილი, იტყობინება რადიო "თავისუფლება“. 

"გარდა ამისა, იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ის რიტორიკა, რომელიც ზოგჯერ სამართლიანად მკაცრია საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან, უნდა შემცირდეს და სანაცვლოდ ნდობის აღდგენისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებებით შეიცვალოს, რათა შეიქმნას პირობები ქართული მხარის რეალური დიალოგისთვის სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებთან“, - განაცხადა სემნებიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე იყო საერთაშორისო ზეწოლა, რათა იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი სიტყვით გამოსულიყო. შედეგად, აცხადებს სემნები, სააკაშვილმა თავი შეიკავა რუსი სამშვიდობოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის კონკრეტული ვადები დაესახელებინა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში თბილისის სამშვიდობო გეგმაში წინსვლის კუთხით პროგრესი არ შეინიშნება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩაანაცვლეს "ზომიერი" მომლაპარაკებლები. იგი ყოფილ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას და ირაკლი ალასანიას გულისხმობდა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13