Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისს რუსეთის უფრო მტკივნეული ნაბიჯები აშფოთებს
/ 7 ოქტ.'06 / 17:46
სივილ ჯორჯია

რუსეთის მიერ ქართველების დევნა არის "ეთნიკური წმენდის რბილი ფორმა“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს მოსკოვიდან თბილისში საიმიგრაციო წესების დარღვევის საბაბით 130 ქართველი იქნა დეპორტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განცხადებებში საქართველოს ოფიციალური პირები რუსულ სანქციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, საქართველოს ხელმძღვანელობასთან დაახლოებული რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციაში იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა რუსეთის მორიგ შემოტევას.

თბილისი შიშობს, რომ რუსეთის სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ქართული ბიზნესის დევნა რუსეთში და ქართველების დეპორტაცია, შესაძლოა მხოლოდ შესავალი იყოს კრემლის მიერ დაგეგმილი უფრო მტკივნეული ნაბიჯებისა.  

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს გამართავს, ასევე ახლოვდება კოსოვოს სტატუსის განსაზღვრაც. საქართველოში ბევრი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა რეფერენდუმის შემდეგ სამხრეთ ოსეთი ცნოს, რაც თავის მხრივ გაზრდის თბილისის მიერ ძალის გამოყენების შანსებს თვითგამოცხადებულ რეგიონზე კონტროლის აღდგენის მიზნით.

"შესაძლებელია, რომ რუსეთმა ცნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, - განუცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა "სივილ ჯორჯიას“.

თუმცა, მან გამორიცხა რუსეთის „პირდაპირი“ სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა თვითგამოცხადებულ რეგიონებში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში. 

ამ ამოსაზრებას ზოგიერთი ანალიტიკოსი არ იზიარებს.  „რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია ის არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გარკვეული სახის სამხედრო მოქმედებას გეგმავს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ომს გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ანატოლი ლივენმა New America Foundation-იდან რადიო "თავისუფლება“-სთან ინტერვიუში.

ალექსანდრე რონდელის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა უახლოეს მომავალში ვერ განიმუხტება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა დასავლეთის ქვეყნებზეა დამოკიდებული ისეთი შესთავაზონ "კომპრომისი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება მისაღები“.

"თუმცა, საქართველოს კომპრომისი მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარჯზე სრულიად გამორიცხულია“, - განაცხადა რონდელმა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის სახელზე გაგზავნილ წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ორგანიზაციის წინადადება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაში შუამავლის როლის შესრულებაზე და სანაცვლოდ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს, რათა თბილისს უარი ათქმევინოს სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გეგმებზე.    

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისს არ აქვს სურვილი "რუსები გააღიზიანოს“ და ევროკავშირს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, იტყობინება "როიტერი“.

თუმცა, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თბილისი რუსეთის მიმართ "არასაჭირო პროვოკაციული პოზიციის“ გამო გააკრიტიკეს.

"იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ის რიტორიკა, რომელიც ზოგჯერ სამართლიანად მკაცრია საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან, უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31