Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე უარყოფს სააკაშვილზე საერთაშორისო ზეწოლას გაეროში გამოსვლის წინ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'06 / 12:47

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდა, რათა 22 სექტემბერს მისი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი ყოფილიყო.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე იყო საერთაშორისო ზეწოლა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, რათა იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი სიტყვით გამოსულიყო. სემნების განცხადებით, შედეგად სააკაშვილმა თავი შეიკავა რუსი სამშვიდობოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის კონკრეტული ვადების დასახელებისაგან.

"ბატონ სემნების ეს განცხადება ცოტა უცნაურად მართლა ჟღერს, იმიტომ რომ მე ნამდვილად ვიცი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხავიერ სოლანასთან არანაირი საუბარი გაეროში გამოსვლამდე არ ქონია. მე ეს შემიძლია განვაცხადო სრული სერიოზულობით. რატომ დასჭირდა, ან რამდენად ინფორმირებული იყო ბატონი სემნები ამასთან დაკავშირებით მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილსა და ხავიერ სოლანას შორის გაეროში გამოსვლამდე არ შემდგარა. გაეროში გამოსვლისას ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა უნდა გვეთქვა და რა დოზით გვეთქვა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს გამოსვლა კიდევ უფრო კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ გვინდოდა, რომ ის კონსტრუქციული ყოფილიყო და არ ყოფილიყო დაფუძნებული ემოციებზე“, - განუცხადა ბურჯანაძემ რადიო "თავისუფლების“ თბილისის ბიუროს.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13