Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ვიდეო–კომპრომატი გამოქვეყნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ოქტ.'06 / 15:49

დღეს ქართულ ტელეკომპანიებში რესპუბლიკურ–კონსერვატორული ბლოკიდან თბილისის საკრებულოს წევრის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ვიდეო–კომპრომატი გავიდა, სადაც დავითაშვილი პიროვნებას ფულის გადახდის სანაცვლოდ პარტიულ სიაში გამსვლელ ადგილს პირდება.

"კურიერის“ თქმით, ეს პიროვნება ალადინ მირზაევია, ვიდეო–ჩანაწერი კი "რუსთავი 2“–ს და სხვა ტელეკომპანიებს კონსერვატორული პარტიის ქვემო ქართლის სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აკაკი კაპანაძემ მიაწოდა.

ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ფარულ ვიდეო–ჩანაწერს თან ერთვის აკაკი კაპანაძის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ დავითაშვილისა და მირზაევის შეხვედრა მისი ორგანიზებული იყო და ფარული გადაღებაც თავად განახორციელა.

ვიდეო–ჩანაწერში, რომელიც ერთ–ერთ რესტორანშია გადაღებული, ჩანს სუფრასთან მსხდომი კობა დავითაშვილი, სავარაუდოდ ალადინ მირზაევი და კიდევ 2 ადამიანი, სადაც კობა დავითაშვილი მირზაევს ეუბნება: 150 ათასი დოლარი "არის ის თანხა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიგოთ [ადგილობრივი] არჩევნები დარჩენ ოპოზიციასთან ერთად“ თბილისში.

"ამ თანხის ამბავში ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ იყოთ სამ ადგილში ყველაზე მაღალ ადგილზე“,  –  აცხადებს კობა დავითაშვილი კონსერვატორული პარტიის სახელით და აქვე დასძენს, "ჩემი ამოცანა არის, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში ჩავეწერო კარგად“.

ამის შემდეგ ალადინ მირზაევი ამბობს, რომ მას თან აქვს 20 ათასი და გადასცემს დავითაშვილს სავარაუდოდ ამ თანხას, რაზეც დავითაშვილის რეპლიკაა: "ძალიან კარგი“.
 
უპარტიო ალადინ მირზაევს რესპუბლიკური და კონსერვატორული ბლოკის საარჩევნო სიაში მე–5 ადგილი ეკავა, თუმცა ბლოკმა თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი დეპუტატი – კობა დავითაშვილი – გაიყვანა.

კობა დავითაშვილი რესპუბლიკური პარტიის ოფისში მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციას დღეს 17 საათზე გამართავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15