Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის შესახებ გაეროს რეზოლუცია კოდორზე აკეთებს აქცენტს
/ 14 ოქტ.'06 / 12:59
სივილ ჯორჯია

გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია  აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ, რომელშიც მოუწოდებს ქართულ მხარეს თავი შეიკავოს "პროვოკაციული ქმედებებისგან, განსაკუთრებით ზემო კოდორის ხეობაში“ და აღნიშნავს რუსი სამშვიდობო ძალების მნიშვნელოვან "მასტაბილიზებელ როლს“ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. 

რეზოლუციამ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ექვსი თვით, 2007 წლის 15 აპრილამდე გააგრძელა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია მიესალმა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელებას, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების უმოქმედობაზე.

მისი თქმით, რეზოლუცია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს თბილისის ქმედებებს ზემო კოდორის ხეობაში, რაც განსაცვიფრებელია. თბილისმა ზემო კოდორის ხეობაში ძალები ივლისის ბოლოს ემზარ კვიციანის შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგების გასანეიტრალებლად გააგზავნა, რის შედეგადაც რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების სრული კონტროლი აღდგა. ეს ქმედება უკვე დაგმეს სოხუმმა და მოსკოვმა და მას პროვოკაციული უწოდეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, განსაკუთრებით ზემო კოდორის ხეობაში ქართული მხარის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ“.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს "ივლისში კოდორის ხეობაში ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე“ და "მოუწოდებს ქართულ მხარეს სერიოზულად მოეკიდოს აფხაზური მხარის მიერ უსაფრთხოების თაობაზე გამოთქმულ კანონიერ შეშფოთებას, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც საფრთხის შემცველი და თავი შეიკავოს სამხედრო რიტორიკისგან“. 

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებული საპოლიციო ოპერაცია წესრიგისა და უსაფრთხოების აღსადგენად იყო საჭირო, რამაც საშუალება მისცა გაეროს დამკვირვებლებს რეგიონში მონიტორინგი განეხორციელებინა, როგორც ამას 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი 2003 წლის ივნისში შეწყდა მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებლები და მათი თარჯიმანი შეიარაღებულმა პირებმა ხეობის პატრულირების დროს გაიტაცეს.

12 ოქტომბერს ზემო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების და რუსი  სამშვიდობოების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 550 წარმომადგენელი იმყოფება. საპოლიციო ძალების არსებობა ზემო კოდორის ხეობაში არ წარმოადგენს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევას. შეთანხმება კრძალავს სამხედრო შენაერთების განთავსებას ხეობაში.  

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასევე ადასტურებს მხარდაჭერას “საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ და მხარდაჭერას უცხადებს იმ პრინციპებს, რომლებიც ასახულია დოკუმენტში "თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპების თაობაზე“. ეს ე.წ. "ბოდენის დოკუმენტი“ აფხაზეთისთვის საქართველოს ფარგლებში ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს "წინაპირობების გარეშე“ მაღალი დონის შეხვედრის გამართვისაკენ, ასევე ძალის გამოუყენებლობის და გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტების საბოლოო შემუშავების თაობაზე.

22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ თბილისი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ მოაწერს ხელს, როდესაც მოხდება კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება მრავალეროვნული საპოლიციო ძალებით.

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას აფხაზური მხარისადმი "უზრუნველყოს დევნილთა ღირსეული დაბრუნება, ასევე მათი უსაფრთხოება და უფლებების დაცვა“ და დათანხმდეს გალის რაიონში გაეროს პოლიციის კომპონენტის განლაგებაზე.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25