Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Société Générale საქართველოში ბიზნესს იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ოქტ.'06 / 10:05

ფრანგულმა ბანკმა Société Générale-მა საქართველოში ბიზნესის დაწყება 17 ოქტომბერს ბანკ რესპუბლიკას სათაო ოფისის გახსნით აღნიშნა.

Société Générale-მა სექტემბერში ქართული ბანკი რესპუბლიკას აქციების 60% შესყიდვის შესახებ გამოაცხადა. თუმცა გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სათაო ოფისის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ Société Générale-ის ინვესტიცია ნიშნავს, რომ საქართველოს "ენდობიან".

"ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იმ გაგებით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მსოფლიო ბანკი პირდაპირ შემოვიდა საქართველოში და იწყებს საქართელოში ფინანსურ საქმიანობას. ეს ძალიან დიდი განაცხადია იმისა, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური მომავალი ანუ თითოეულ მოქალაქეს აქვს ეკონომიკური მომავალი. ეს არის დადასტურება იმისა, რაც ერთი თვის წინ მსოფლიო ბანკმა თქვა, რომ საქართველო არის მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი  ბიზესის გაადვილების კუთხის... და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადება იმის თაობზე, რომ ჩვენ ვართ ერთ–ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება; უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც იცის, რომ ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი მისთვის ბანკი მუშაობს საქართველოში ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი მათგანი დიდი სიამოვნებით წამოვა ჩვენ ქვეყანაში... უახლოეს კვირებში ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენების მთელი წყება გველოდება...საქართველოში შემოდის ახალი უცხოური კაპიტალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ასევე შეიძინა ბანკი რესპუბლიკას აქციების 10%.

ბანკ რესპუბლიკას, რომლის კლიენტთა რაოდენობაც 74 000-ს შეადგენს, წმინდა შემოსავალმა 2005 წელს 7,1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2006 წლის პირველ ნახევარში - 5,8 მილიონი ლარი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21