Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს აკრიტიკებს
/ 21 ოქტ.'06 / 12:19
სივილ ჯორჯია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთში 20 ოქტომბერს გამართული ევროკავშირი-რუსეთის სამიტის შემდეგ საქართველო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თბილისი სეპარატისტული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებისთვის ემზადება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ დადებითი სიგნალია საქართველოს ხელმძღვანელობის წინადადება რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.

სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა მატი ვანჰანენმა (ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა) განაცხადა, რომ გარდა ენერგეტიკის საკითხებისა ევროკავშირის ლიდერებსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული ურთიერთობებიც ფართოდ იქნა განხილული“.

"ევროკავშირმა გამოხატა შეშფოთება დაძაბულობის ესკალაციის გამო“, - განაცხადა მატი ვანჰანენმა პუტინთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მას შემდეგ, რაც პუტინმა პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს შესახებ არაფერი თქვა, მას ორი კითხვა დაუსვეს ამ თემაზე.

პუტინმა ერთ-ერთ მათგანზე პასუხის დროს განაცხადა: "ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვაზე“.

"ჩემმა კოლეგებმა მთხოვეს კომენტარი გამეკეთებინა რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი პასუხი მათთვის და მედიისთვის არის ძალიან მარტივი: რომ პრობლემა არ დევს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. პრობლემა არსებობს საქართველოს და აფხაზეთს და საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები "ნორმალური“ გახდება, როგორც კი თბილისი გააუმჯობესებებს ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან.

"და რაც ყველაზე დასანანი და შემაშფოთებელია, იმ გზას, რომლითაც სიტუაცია ვითარდება კატასტროფამდე და სისხლისღვრამდე მივყავართ, რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით აპირებს და ისინი ამას არც მალავენ“, - დასძინა მან.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზებიც და ოსებიც "მცირე ერები არიან კავკასიაში“.

"[თვითგამოცხადებულ სამხრეთ] ოსეთში მოსახლეობა მხოლოდ 70 000-ს შეადგენს, საიდანაც 40 000 დევნილია. აფხაზეთში, მოსახლეობა მხოლოდ 150 000 შეადგენს და ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე საქართველო. სწორედ, ეს არის ტრაგედია, სწორედ ეს არის უბედურება; სწორედ ამის უნდა გეშინოდეთ და თავიდან უნდა აიცილოთ სისხლისღვრა ამ რეგიონში“, - განაცხადა მან.

პუტინმა კიდევ ერთხელ ახსენა სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებები, რომ ისინი საქართველოს მიერ გასული საუკუნის 20-იანი და 80-იანი წლებში განხორციელებული "ეთნიკური წმენდის" მსხვერპლნი არიან.

მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტებში ჩართული მხარეები არიან პასუხისმგებელი, რომ მოაგვარონ დავა და "რუსეთი ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებს“.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ის პრეზიდენტ სააკაშვილის ორმხრივი დიალოგის ინიციატივას, პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი "კმაყოფილია იმ სიგნალებით, რომელიც ადასტურებს თბილისის მზადყოფნას გააუმჯობესოს ურთიერთობები“.

"ინიციატივა ურთიერთობების გაუარესების თაობაზე რუსეთიდან არ წამოსულა. ჩემი აზრით, ეს გაკეთდა, რათა შექმნილიყო ხელსაყრელი პოლიტიკური და საინფორმაციო ფონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი გზით შესაძლო მოგვარებისთვის“, - დასძინა მან.

თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პუტინის განცხადებებს დაუყოვნებლივ უპასუხეს.

"რუსეთის პრეზიდენტმა დეზინფორმაცია მიაწოდა ევროპელ კოლეგებს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა. 

მისი თქმით, თბილისი მშვიდობიან მოგვარებას განიხილავს, როგორც სეპარატისტული კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთ გზას.

ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იქნა განხილული ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე, რაც თავისთავად უზარმაზარი წარმატებაა.

ამასობაში, ბრიტანული გაზეთი Guardian იტყობინება, რომ ენერგეტიკის საკითხებისაგან განსხვავებით, ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს ერთიანი პოზიცია დაეფიქსირებინათ პუტინთან საქართველოს საკითხზე საუბრისას.

"ენერგეტიკის საკითხების განხილვა კარგად წარიმართა, რადგანაც ევროპა ერთიან პოზიციაზე იდგა. როცა საქმე საქართველომდე მივიდა, შეხედულებები გაიყო. საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინი სარკაზმით გამოირჩეოდა“, - იტყობინება Guardian სამიტის ერთ-ერთ დამკვირვებელზე დაყრდნობით.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17